აჭარაში სილამაზის სალონებში ნაწლავის ჩხირი დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშისილამაზის სალონი
სილამაზის სალონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სილამაზის სალონის რამდენჯერმე დაჯარიმების შემთხვევაშიც კი მერიას დაწესებულების დახურვის უფლება არ აქვს.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. აჭარაში ზედამხედველობის სამსახურმა სტომატოლოგიური კლინიკები და სილამაზის სალონები დააჯარიმა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაჯარიმების მიზეზი სალონებსა და სტომატოლოგიურ კაბინეტებში გამოვლენილი სხვადასხვა ხარვეზები, მათ შორის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სტერილიზაციის წესების დარღვევა გახდა.

კერძოდ, ქობულეთში 5 სტომატოლოგიური კლინიკა არასტერილური ინსტრუმენტების გამო დაჯარიმდა. სალონებში კი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები იყო დარღვეული.

ბათუმში შემოწმებული 50 სილამაზის სალონიდან რამდენიმე მათგანში ნაწლავის ჩხირი დაფიქსირდა. 

ომბუდსმენი ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
დარღვევები ქვემო ქართლისა და ახმეტის სკოლებსა და ბაგა-ბაღებში: ომბუდსმენის მონიტორინგი

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის შემთხვევები დაფიქსირდა მაღალმთიან აჭარაშიც. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ხულოში გაფრთხილება სამ სალონს მისცეს. დარღვევების აღმოსაფხვრელად ასევე ვადა მიეცა ქედასა და შუახევში მოქმედ სილამაზის სალონებსაც.

სილამაზის სალონებისა და სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით მთავრობის შესაბამისი დადგენილება არეგულირებს. სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგის მსგავსად ტატუსა და სილამაზის სალონების შემოწმება, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციასა და პრევენციას ემსახურება.

დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სალონის მეპატრონეებს ეძლევათ გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად 20, ან 25-დღიანი ვადა. განმეორებითი შემოწმების შემდეგ, თუ დარღვევა ისევ დაფიქსირდა, სალონები დაჯარიმდებიან.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობისთვის ფიზიკური პირი ისჯება 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირი — 100 ლარით.

განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედებისთვის კი ფიზიკური პირი დაჯარიმდება 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირი — 500 ლარით.

სილამაზის სალონის რამდენჯერმე დაჯარიმების შემთხვევაშიც კი მერიას დაწესებულების დახურვის უფლება არ აქვს.

 

ყველა ახალი ამბავი
0