ავარია გორის გზაზე - დაღუპულია მოტოციკლისტი

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილის მძღოლი, რომელიც მოტოციკლს შეეჯახა, საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. მოტოციკლისტი დაიღუპა BMW-ს მარკის ავტომობილთან შეჯახების შედეგად გზაზე, რომელიც გორს სოფელ მეჯვრისხევთან აკავშირებს, იუწყება Новости-Грузия შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ყვითელი ლენტი შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
ტყიბულში მიკროავტუბუსი ამოტრიალდა: არის მსხვერპლი

ავარია პარასკევს საღამოს მოხდა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანის მძღოლიც დაშავდა. ადგილზე მოსულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებებში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.

სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0