ტყიბულში მიკროავტუბუსი ამოტრიალდა: არის მსხვერპლი

CC BY 2.0 / Tex Texin / "Crime Scene Do Not Cross" tapeყვითელი ლენტი შემთხვევის ადგილზე
ყვითელი ლენტი შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მღოლი საჭეს ნასვამი მართავდა

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა ტყიბულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

გარდაცვლილი ქალბატონია. ტყიბულიდან სოფელ ცუცხვათის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი გზაში ამოტრიალდა.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მძღოლი საჭეს ნასვამი მართავდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით  გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0