თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. კახეთში ხანძრის შედეგად 72 წლის ქალი დაიღუპა, აცნობეს „Sputnik -საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ხანძარი დედოფლისწყაროში დღეს გამთენიისას ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლს გაუჩნდა.
სახლში მოხუცი ქალი მარტო ცხოვრობდა. ცეცხლი ორსართულიანი სახლის პირველ სართულს წაეკიდა.
მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის შესახებ შეტყობინება 5:27 საათზე მიიღეს და პირველი სახანძროც ადგილზე 6 წუთში მივიდა, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სავარაუდოდ, მოხუცი ქალის გარდაცვალების მიზეზი კვამლის ინტოქსიკაცია გახდა.
ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე 100 კვ.მ ფართობია დამწვარი.