თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან შუახნის მამაკაცი გადმოვარდა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შემთხვევა დღეს ნაძალადევის რაიონში მოხდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.