"ეს ბიჭია თუ გოგო?" – მასწავლებელმა ბავშვი თმის ვარცხნილობის გამო დაამცირა

© Depositphotos.com / Photographee.euძალადობის მსხვერპლი ბავშვი
ძალადობის მსხვერპლი ბავშვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკანდალი ქუთაისელი მასწავლებლის გამო, რომელმაც ბავშვი მთელი კლასის წინაშე დაამცირა, თანდათანობით ძალას იკრებს.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტროს სპეციალისტები ქუთაისის №2 სკოლაში ბულინგის (აგრესიული დევნა, დაჩაგვრა) შესაძლო ფაქტის შესწავლას შეუდგნენ, აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სახელმწიფო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა ამირა კოპალიანმა უფრო ადრე განაცხადა, რომ მასწავლებელმა მისი შვილი გრძელი თმის გამო დაამცირა.

„იმ შემთხვევაში, თუ მშობლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, რომ მისი შვილის მიმართ სკოლის რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან ნებისმიერი სახის ძალადობას, სამინისტროს მხრიდან რეაგირება უმკაცრესი იქნება", – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

მოსწავლე საკლასო ოთახის შესასვლელ კართან დგას. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
როგორ დავიცვათ ბავშვი ბულინგისგან - სკოლებში ახალი პროგრამა დაინერგება

სამინისტროში აღნიშნეს, რომ ბრძოლა ბულინგთან და ძალადობასთან უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ამირა კოპალიანის ემოციურმა პოსტმა Facebook-გვერდზე საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. პოსტის გამოქვეყნებიდან ორი დღეც არ გასულა და მასზე რეაგირება ჰქონდა 20 ათასზე მეტ მომხმარებელს, ხოლო კომენტარით გამოეხმაურა 2 ათასზე მეტი.

„მაქსიმე მე-5 კლასელია. ის პიროვნებაა, ღირსების გრძნობა და თავმოყვარეობა გააჩნია. სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა და დღეს ძალიან გავმწარდიო, მითხრა! მე ამ ბიჭის დედა ვარ... დედა, რომელიც ყოველთვის შვილების ინტერესებს დავიცავ, სანამ ამას თვითონ ვერ შეძლებენ... მასწავლებელი, რომელიც ვერბალურ ბულინგს გააზრებულად ახორციელებს პირველივე დღეს ახალ მოსწავლესთან, არის დამნაშავე. მასწავლებელი, რომელიც თმის ვარცხნილობის გამო გენდერს ეჭვქვეშ აყენებს და ჯგუფს მიმართავს გასარკვევად, ბიჭია თუ გოგო, არის დამნაშავე", – დაწერა კოპალიანმა.

პოსტთან ერთად მშობელმა თავისი ვაჟის სურათებიც გამოაქვეყნა.

კოპალიანმა აღნიშნა, რომ ახალ პედაგოგს პირადად არ იცნობს, მაგრამ მან მის ვაჟში „ზიზღის გრძნობის" გაღვივება უკვე შეძლო.

ყველა ახალი ამბავი
0