შეთანხმება მიღწეულია: ხორბლის იმპორტიორებისთვის აკრძალვა ერთი წლით გადავადდა

© photo: Sputnik / Alexandr Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიხორბალი
ხორბალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივანე მაჭავარიანი მძღოლების აქციაზე მას შემდეგ მივიდა, რაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე თვითმკვლელობით იმუქრებოდა და მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა ერთი წლით ნებადართული იქნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებაზე დაყრდნობით.

საქართველოს მთავრობამ ავტოტრანსპორტით ხორბლისა და ფქვილის ტრანსპორტირება თავდაპირველად მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან აკრძალა, თუმცა, აკრძალვის ვადა 2018 წლის 1 ოქტომბრამდე გადავადდა. გუშინ კი ხელისუფლებამ ხორბლის ავტოტრანსპორტით გადაზიდვის აკრძალვა წლის ბოლომდე გადადო.

ხორბლის და მარცვლეულის სახმელეთო გადაზიდვების შეჩერების გადაწყვეტილების გამო რამდენიმე დღეა ტრაილერების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, წლის ბოლომდე ისინი ბანკებში კრედიტების დაფარვას ვერ მოასწრებენ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი - Sputnik საქართველო
თბილისში მძღოლმა პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა და ბენზინი გადაისხა

ივანე მაჭავარიანი მძღოლების აქციაზე მას შემდეგ მივიდა, რაც აქციის ერთ-ერთი მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა, ვენები გადაიჭრა, ბენზინი გადაისხა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. იგი ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა.

"ჩვენ გავითვალისწინეთ მძღოლების მოსაზრება და მდგომარეობა, გადავწყვიტეთ, რომ ერთი წლით გადავავადოთ. ერთი წლის შემდეგ სხვა ტიპის შეზღუდვა იქნება, რომელზეც მძღოლებთან კონსულტაციას გავივლით", – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათთვის მინისტრის შეთავაზება მისაღებია და უახლოეს დღეებში სახელმწიფოსა და მათ შორის დიალოგი დაიწყება.

საბაჟო გაფორმების ეკონომიკური ზონა - Sputnik საქართველო
ხორბლის გადამზიდავებმა ლილოში საპროტესტო აქცია გამართეს

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვის შემოღების მიზეზი საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი საავტომობილო „საცობები“ იყო. როგორც მაშინ ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მარცვლეულის შემოსატანად არსებობს საკმაოდ ცივილიზებული და ეფექტური გზა — საზღვაო ტრანსპორტის და რკინიგზის გამოყენება.

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან 1,3 მილიონი დოლარის ხორბალია გატანილი. რაც შეეხება იმპორტს, ამავე პერიოდში საქართველოში 62,4 მილიონი დოლარის ხორბალი შემოიტანეს.

ყველა ახალი ამბავი
0