ხორბლის გადამზიდავებმა ლილოში საპროტესტო აქცია გამართეს

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშისაბაჟო გაფორმების ეკონომიკური ზონა
საბაჟო გაფორმების ეკონომიკური ზონა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლილოში, გაფორმების ეკონომიკური ზონა გარკვეული დროის განმავლობაში დაბლოკილი იყო, მოლაპარაკებების შემდეგ ობიექტთან საავტომობილო მოძღაობა აღდგა

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ლილოში, გაფორმების ეკონომიკური ზონასთან ხორბლის გადამზიდავებმა საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

აქციის მონაწილეებმა ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანების გაუქმება მოითხოვეს, რომლითაც ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანა იკრძალება.

მარცვლეულის მოსავლის აღება - Sputnik საქართველო
საქართველოში მარცვლეულის იმპორტზე შეზღუდვები ამოქმედდა

ხორბლის ავტოტრანსპორტით შემოტანა 15 სექტემბრიდან უნდა აკრძალულიყო, თუმცა ფინანსთა მინისტრის ამ გადაწყვეტილების ამოქმედება 1 ოქტომბრამდე გადავადდა. ამ სფეროში მოღვაწე ბიზნესმენები ამ რეგულაციის წინააღმდეგ გამოდიან, რადგან მიიჩნევენ, რომ ახალი რეგულაციები პურზე ფასებს გაზრდის, ხოლო ამ სფეროში დასაქმებული ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩება.

უწყების ინფორმაციით, სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავი მეწარმეებისა და მძღოლების თხოვნის გათვალისწინებით მიიღო.

დღეს ხორბლის გადამზიდავებმა ლილოში, გაფორმების ეკონომიკური ზონასთან მისასვლელი გზა გადაკეტეს. ობიექტი დაბლოკილი იყო. 

აქციის მონაწილეებს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე შეხვდა. 

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება.

ლევან სილაგავა - Sputnik საქართველო
რა შემთხვევაში შეიძლება გაძვირდეს პური

საავტომობილო გზაზე ამ დროისთვის მოძრაობა უკვე აღდგა. მძღოლების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, ისინი აქციებს გააგრძელებენ.

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან 1,3 მილიონი დოლარის ხორბალია გატანილი. რაც შეეხება იმპორტს, ამავე პერიოდში საქართველოში 62,4 მილიონი დოლარის ხორბალი შემოიტანეს.

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, აკრძალვის შემოღების მიზეზი საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი საავტომობილო საცობები იყო.

მინისტრის  თქმით,  მარცვლეულის შემოსატანად არსებობს საკმაოდ ცივილიზებული და ეფექტური გზა — საზღვაო ტრანსპორტის და რკინიგზის გამოყენება.


ყველა ახალი ამბავი
0