ექსკლუზიური სამოსი ბავშვებისთვის – „მიშელი“, რომელიც შვილების შთაგონებით შეიქმნა

© photo: courtesy of Sofo Gogebashviliსოფო გოგებაშვილი ოჯახთან ერთად
სოფო გოგებაშვილი ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფო გოგებაშვილი პროფესიით ტურიზმის სპეციალისტია, ასევე გახლავთ სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ ყოფილი სოლისტი. ყოველთვის ოცნებობდა საკუთარი ბიზნესი ჰქონოდა, სურდა ეკეთებინა საქმე, რაც ეყვარებოდა და ამავე დროს აქტუალური იქნებოდა ბაზარზე.

სოფომ დედის თანადგომით ოცნება რეალობად აქცია და შექმნა საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „მიშელი“, რომლიც სადღესასწაულო და ყოველდღიური ტანსაცმლის ფართო არჩევანს სთავაზობს ქართველ გოგონებს.

© FB / Michelleსაბავშვო ტანსაცმელი
ექსკლუზიური სამოსი ბავშვებისთვის – „მიშელი“, რომელიც შვილების შთაგონებით შეიქმნა - Sputnik საქართველო
საბავშვო ტანსაცმელი

– სამი შვილის დედა ვარ. იქიდან გამომდინარე, რომ მყავს ორი გოგონა, მუდმივად ვიყავი მათთვის ლამაზი, გამოსასვლელი და ასევე ყოველდღიური კაბების ძიებაში. საკმაოდ პრობლემატური აღმოჩნდა ჩემთვის ეს საკითხი. სამწუხაროდ, ის არჩევანი, რაც საქართელოში იყო,  ჩემთვის არასაკმარისი აღმოჩნდა, ან შეუსაბამო იყო ფასთან. ამიტომ გადავწყვიტე დამეწყო ეს ბიზნესი დედაჩემთან ერთად, რომელიც სპეციალობით მინანქრის ოსტატია და გამოცდილია ხელნაკეთი აქსესუარების, სათამაშოების დამზადებაში.

როცა ეს საქმიანობა დავიწყე, უკვე გამოცდილი ვიყავი და ვიცოდი, რა სჭირდება გოგონას მშობელს იმისთვის, რომ შვილი წესრიგში ჰყავდეს როგორც ყოველდღიურად, ისე სადღესასწაულოდ. სხვათა შორის, ჩემ გარშემო ძალიან ბევრი გოგონას მშობლისთვის ეს სიახლე სასიხარულო აღმოჩნდა. იდეის განხორციელებაში დამეხმარა ჩემი მეუღლე, მისი მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ყოველთვის მაძლევდა სტიმულს, რომ დამეწყო ჩემი საკუთარი საქმე.

ტანსაცმლის დიზაინს მე ვქმნი, ხოლო დედაჩემს ეკუთვნის დეკორაცია, ხელით შექმნილი აქსესუარები, გაფორმება, შეფუთვა.

© FB / Michelleსაბავშვო ტანსაცმელი
ექსკლუზიური სამოსი ბავშვებისთვის – „მიშელი“, რომელიც შვილების შთაგონებით შეიქმნა - Sputnik საქართველო
საბავშვო ტანსაცმელი

– რატომ შეურჩიეთ სახელი „მიშელი“?

– რაც შეეხება ბრენდის სახელწოდებას, „მიშელი” – ეს არის ჩემი სამი შვილის სახელების ინიციალებით შექმნილი ბრენდი - მიშო, ელენი და ელისაბედი.

– მხოლოდ საბავშვო ტანსაცმელს კერავთ?

– დიახ, მხოლოდ საბავშვო ტანსაცმელის ვკერავთ, ისიც მხოლოდ გოგონების. ეს იმიტომ, რომ ბიზნესში ასეთი ერთ სეგმენტზე მორგებული პროდუქტი უფრო მეტად აღწევს წარმატებას. ვნახოთ, იმედია, ჩემ შემთხვევაშიც ასე იქნება.

© FB / Michelleსაბავშვო ტანსაცმელი
ექსკლუზიური სამოსი ბავშვებისთვის – „მიშელი“, რომელიც შვილების შთაგონებით შეიქმნა - Sputnik საქართველო
საბავშვო ტანსაცმელი

– სამოსი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, როგორი ქსოვილით იკერება და რით არის გამორჩეული სხვა ბრენდებისგან?

– ქსოვილებს რაც შეეხება, საკმაოდ ძვირადღირებული და ხარისხიანია. გვაქვს როგორც ნატურალური, ისე ხელოვნური ქსოვილები, რადგან სადღესასწაულო კაბას მხოლოდ ნატურალური ბამბით ვერ შევკერავთ. თუმცა, რა თქმა უნდა, უსაფრთხოა ყველა პატარასთვის.

რაც შეეხება ყოველდღიური ტანსაცმელს, ის ბუნებრივი ქსოვილებით იკერება.

© FB / Michelleსაბავშვო ტანსაცმელი
ექსკლუზიური სამოსი ბავშვებისთვის – „მიშელი“, რომელიც შვილების შთაგონებით შეიქმნა - Sputnik საქართველო
საბავშვო ტანსაცმელი

– „მიშელი“ უცხოურ ტანსაცმელს და ბრენდებსაც უწევს კონკურენციას?

– ჯერჯერობით არა, თუმცა „მიშელი” აუცილებლად გავა საერთაშორისო ბაზარზე. უკვე გვაქვს შემოთავაზებები სხვადახვა ქვეყნიდან. ჩვენ წლების განმავლობაში ვცხოვრობდით ბეირუთში, დიდი ალბათობით, პირველი იქ გავიტანთ ჩვენ პროდუქციას.

© FB / Michelleსაბავშვო ტანსაცმელი
ექსკლუზიური სამოსი ბავშვებისთვის – „მიშელი“, რომელიც შვილების შთაგონებით შეიქმნა - Sputnik საქართველო
საბავშვო ტანსაცმელი

– როგორ ფიქრობთ, კონკურენტუნარიანია ქართული ბაზარი?

– საქართველოს ბაზარზე ეს სეგმენტი საკმაოდ კონკურენტუნარიანია და ეს კარგია. ეს გაძლევს მეტ სტიმულს, რაც ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს.

– ვინ არიან თქვენი პატარა მოდელები?

– ფოტოებში ძირითადად ჩემ შვილებს ვიღებთ. ეს კომფორტული და მოსახერხებელია ჩემთვის, რადგან მუდმივად მოდელების მოძიება რთულია. თანაც მათ ეს საქმიანობა ძალიან სიამოვნებთ და საკმაოდ ხალისიანად მიმდინარეობს ხოლმე გადაღება.

© FB / Michelleსაბავშვო ტანსაცმელი
ექსკლუზიური სამოსი ბავშვებისთვის – „მიშელი“, რომელიც შვილების შთაგონებით შეიქმნა - Sputnik საქართველო
საბავშვო ტანსაცმელი

– რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

– ჩვენი წარმატების საიდუმლო ხარისხიანი და დახვეწილი მოდელია. ძირითად აქცენტს ხარისხზე ვაკეთებთ. თითოეულ მოდელს დიდი პასუხისმგებლობით, მონდომებით ვეკიდებით და ვქმნით. არ გვინდა მომხმარებელი გავანაწყენოთ და ვცდილობთ ფასი ხარისხის შესაბამისი იყოს. ჯერჯერობით გაწბილებული არავინ დაგვრჩენია. ძალიან მახარებს, როცა სამადლობელ ზარებს და შეტყობინებებს ვიღებთ. ეს უფრო დიდ სტიმულს მაძლევს.

© FB / Michelleსაბავშვო ტანსაცმელი
ექსკლუზიური სამოსი ბავშვებისთვის – „მიშელი“, რომელიც შვილების შთაგონებით შეიქმნა - Sputnik საქართველო
საბავშვო ტანსაცმელი

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– აუცილებლად გაიხსნება „მიშელის” მაღაზია, რაც მომხმარებლის ძალიან დიდი მოთხოვნაა. ასევე გავა საზღვრებს გარეთაც, რომ უფრო მეტად გაიცნონ და დაფასდეს ქართული ნაწარმი უცხო ქვეყნებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0