საპრეზიდენტო არჩევნებზე სულ უფრო ნაკლები კონკურენტი რჩება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაარჩევნო ბიულეტენები ურნაში
საარჩევნო ბიულეტენები ურნაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის ცესკომ პრეზიდენტობის 13 კანდიდატი დაარეგისტრირა.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ამომრჩეველთა ხელმოწერების სიების ცესკოში (ცენტრალური საარჩევნო კომისია) შეტანა სულ 25-მა ადამიანმა მოასწრო; მათ მანამდე ცესკოს პრეზიდენტობის კანდიდატის სახით რეგისტრაციისთვის მიმართეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия კომისიის პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

პრეზიდენტად კენჭისყრაში მონაწილეობის მსურველებს უნდა შეეგროვებინათ და სამშაბათს, 18:00 საათამდე წარმოედგინათ არანაკლებ 25 923 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა. საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკო ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგებით მიიღებს.

წინასაარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
ფული არჩევნებისთვის - რომელმა პარტიამ მიიღო ყველაზე მეტი შემოწირულობა

„ამომრჩეველთა ხელმოწერები წარმოადგინა 25-მა კანდიდატმა, აქედან 19-მა პარტიამ და ექვსმა საინიციატივო ჯგუფმა. ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 13 კანდიდატი. რაც შეეხება პროცესს, ის გრძელდება. მას შემდეგ, რაც დასრულდება ამომრჩეველთა ხელმოწერების წარმოდგენის პროცესი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის სამსახურებს აქვთ სამდღიანი ვადა, რათა სიები შეამოწმონ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, კანდიდატი გაივლის რეგისტრაციას", – განაცხადა მიქელაძემ.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების საბოლოო ნუსხა 28 სექტემბერს გახდება ცნობილი.

თავდაპირველად რეგისტრაციისთვის ცესკოს 46-მა სუბიექტმა მიმართა, აქედან 26 საინიციატივო ჯგუფი და 20 პოლიტიკური პარტია იყო.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0