ფული არჩევნებისთვის - რომელმა პარტიამ მიიღო ყველაზე მეტი შემოწირულობა

© Sputnik / Alex Shlamovწინასაარჩევნო კამპანია
წინასაარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტიის ფავორიტი წინასაარჩევნო პერიოდში მიღებული შემოწირულობებით მესამე ადგილზეა.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასაარჩევნო კამპანიის დროს 1 აგვისტო-1 სექტემბრის პერიოდში ყველაზე მეტი შემოწირულობა - 345,4 ათასი ლარი - მიიღო.

მთლიანობაში ამ პერიოდში საქართველოში დარეგისტრირებული პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულმა შემოწირულობებმა 770,1 ათასი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ პერიოდში ოპოზიციურმა საპარლამენტო პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" 293,1 ათასი ლარი მიიღო.

ყველაზე ამბიციურები მსოფლიოში – საქართველო ახალი რეალობის წინაშე>>>

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს მხარს, მიღებული შემოწირულობების მხრივ მესამე ადგილი დაიკავა - მან ამ პერიოდში 109 ათასწ ლარზე ოდნავ მეტი მიიღო.

ცესკო - Sputnik საქართველო
„იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი“: ცესკო ამომრჩევლებს მიმართავს

შემდეგ მოდის ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი" (8,9 ათასი ლარი), პარტია „თავისუფალი დემოკრატები (8,7 ათასი ლარი), პარტია „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო" (2 ათასი ლარი), პარტია "თავისუფალი საქართველო (1,8 ათასი ლარი).

500 ლარზე ნაკლები კი მიიღეს „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის", პარტია „სახალხო ფორუმმა", პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კახაბერ ჭიჭინაძემ და „საქართველოს ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ".

პარტიები ვალდებული არიან მონიტორინგის სამსახურს საკუთარი შემოსავლების ანგარიშები, მათ შორის, შემოწირულობები წარუდგინოს. ფიზიკური პირისგან შემოწირულობის ოდენობამ წელიწადში 60 ათას ლარს არ უნდა გადააჭარბოს, იურიდიული პირისგან კი 120 ათას ლარს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს არის დაგეგმილი. არჩეული კანდიდატი სახელმწიფოს ხუთი წლის ნაცვლად, ექვსი წლით ჩაუდგება სათავეში. აღნიშნული არჩევნები პრეზიდენტის პირდაპირი ბოლო არჩევნები იქნება, მომავალში სახელმწიფო მეთაურს ხმოსნები აირჩევენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0