სახლში რემონტი – გარეთ ნაგავი: ბათუმში მოქალაქე 200 ლარით დააჯარიმეს

© photo: Sputnik / Stringerნაგვის ურნები ბათუმში
ნაგვის ურნები ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ შენობიდან გამოტანილი ნაგვის ავტომობილზე დატვირთვა და გადაყრა დაუყოვებლივ არ ხდება, ექვემდებარება დაჯარიმებას.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში მოქალაქე სამშენებლო მასალების დაყრისთვის 200 ლარით დააჯარიმეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ბათუმის ბულვარი - Sputnik საქართველო
ბათუმში სისუფთავეზე კონტროლი გაძლიერდება

შემთხვევა დღეს გრიშაშვილის 11 ნომერთან მოხდა. მოქალაქემ ქუჩაში რამდენიმე ტომარა ნაგავი გამოიტანა.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქე პირველ სართულზე რემონტს აკეთებს, ნარჩენები კი საცხოვრებელი კორპუსის წინ ჰქონდა გამოტანილი.

ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, თუ შენობიდან გამოტანილი ნაგვის ავტომობილზე დატვირთვა და გადაყრა დაუყოვებლივ არ ხდება, ეს ექვემდებარება დაჯარიმებას.

შპს „სანდასუფთავების" სამსახურის წარმომადგენლები ქალაქში მონიტორინგს ყოველდღიურად ატარებენ. ასევე გადიან შემთხვევის ადგილზე მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზეც.

 

ყველა ახალი ამბავი
0