მეხანძრე-მაშველად მუშაობის სურვილი 650-მა ადამიანმა გამოთქვა

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსამაშველო ბრიგადის მანქანა
სამაშველო ბრიგადის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსანტები, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს, მეორე ტურში ფიზიკური მომზადების ნორმატივებს ჩააბარებენ.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მეხანძრე-მაშველის 90 ვაკანტურ პოზიციაზე  650 განაცხადი შევიდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მაშველები - Sputnik საქართველო
რამდენჯერ მაღალია საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის ხელფასი მეხანძრის ხელფასზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მეხანძრე- მაშველის ვაკანტურ პოზიციებზე განაცხადების მიღება დასრულდა.

კონკურსანტები, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს, მეორე ტურში ჩააბარებენ ფიზიკური მომზადების ნორმატივებს.

ფიზიკური ნორმატივები ცხრილში მოცემულია 5 ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით. მათი ჩაბარების თარიღს კი უწყება  უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

ამჟამად მეხანძრეებისა და მაშველების მინიმალური ხელფასი 750 ლარს შეადგენს. მთავრობის განკარგულების თანახმად, რომელიც მიმდინარე წლის 9 აგვისტოს გამოქვეყნდა, მეხანძრეებისა და მაშველების ყოველთვიურმა ხელფასმა 1200 ლარამდე უნდა შეადგინოს, მისი ოდენობა წოდებასა და მუშაობის სტაჟზე იქნება დამოკიდებული.

ყველა ახალი ამბავი
0