რამდენჯერ მაღალია საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის ხელფასი მეხანძრის ხელფასზე

© Sputnik / STRINGERმაშველები
მაშველები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშველების ხელფასის დანამატები იზრდება წოდების, მუშაობის სტაჟისა და შვილების რაოდენობის მიხედვით

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ყოველთვიური ხელფასი 6200 ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო მეხანძრის ან მაშველის მინიმალური სარგო — 750 ლარს, ნათქვამიამთავრობის განკარგულებაში „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა ფულადი სარგოსა და ფულად სარგოზე დანამატის ოდენობებისა და გაცემის წესის შეთანხმების შესახებ“.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერილი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უწყების ხელმძღვანელის გარდა, მაღალი ხელფასები მის მოადგილეებსაც ექნებათ. პირველი მოადგილე მიიღებს 5900 ლარს. რიგითი მოადგილის ხელფასი 5800 ლარს შეადგენს.

უწყების სხვადასხვა დეპარტამენტების უფროსები თვეში 5000 ლარს მიიღებენ.

მაშველები - Sputnik საქართველო
ქორწილისთვის 1875 ლარი - მაშველებს შეღავათები დაუმტკიცდათ

მეხანძრეებისა და მაშველების მინიმალური ხელფასი 750 ლარს შეადგენს. მთავრობის განკარგულების თანახმად, მეხანძრეებისა და მაშველების ყოველთვიურმა ხელფასმა 1200 ლარამდე უნდა შეადგინოს, მისი ოდენობა წოდებასა და მუშაობის სტაჟზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება წოდების მიხედვით ხელფასის ყოველთვიურ დანამატს, გენერალ-ლეიტენანტი მიიღებს 110 ლარს, გენერალ-მაიორი — 100 ლარს, პოლკოვნიკი — 70 ლარს, ვიცე-პოლკოვნიკი — 60 ლარს. რიგითები სარგოსთან ერთად დანამატის სახით 3 ლარს მიიღებენ.

თუ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლის სტაჟი 1-დან 2 წლამდე ვადას შეადგენს, ის სარგოსთან ერთად 5%-იან დანამატს მიიღებს. თუ ადამიანმა 2-დან 5 წლამდე იმუშავა, მას 10%-იანი დანამატი ერგება, 5-დან 10 წლამდე — 15%, 10-დან და ზემოდ — 20%.

პოლიციელებს ხელფასებს მოუმატებენ და ბინებს აუშენებენ >>

საქართველოს მთავრობამ მრავალშვილიან ოჯახებზეც იზრუნა — ხელფასებზე ცალკე დანამატები დაწესდა. ასე, თუ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელს ოჯახში ოთხი შვილია, ის ყოველთვიურად ხელფასთან ერთად 250 ლარის ოდენობის დანამატს მიიღებს. თუ უწყების მუშაკს ხუთი შვილი ჰყავს, მას 375 ლარის ოდენობის დანამატი ერგება. ექვს შვილზე 500 ლარია გათვალისწინებული, შვიდ და მეტ შვილზე — 625 ლარი.


ყველა ახალი ამბავი
0