მოქალაქე ბოს ბლოგი: გვინდა კი საქართველოს „იამაიკად“ ქცევა?

© photo: Sputnik / Levan Avlabreliაქცია მარიხუანის ლეგალიზაციაზე
აქცია მარიხუანის ლეგალიზაციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მოქალაქე ბო“ ერთი ქართველი ახალგაზრდა კაცია თავისი ფიქრებით, ოცნებებითა და გატაცებებით. ძალიან უყვარს სამშობლო და თავისი თვალთახედვა აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.

რამდენიმე დღეა ქართული საზოგადოება აქტიურად განიხილავს მარიხუანის პლანტაციების გაშენების იდეას, რომელსაც ხორცი, არც მეტი, არც ნაკლები, თავად საქართველოს მთავრობამ შეასხა. ერთი შეხედვით, მთავრობის ამ გადაწყვეტილებას გამართლება მოეძებნება, რადგან ლარის გაუფასურება გარკვეულ დათმობებზე წასვლას საჭიროებს და, ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ დათმობაზე წასვლა გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამაც. აღსანიშნავია, რომ საზოგადოების უმეტესი ნაწილი ამ იდეას საკმაოდ ნეგატიური რეაქციით შეხვდა. აღშფოთება ვერ დამალეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმაც და კანონპროექტის ავტორები მწვავედ გააკრიტიკეს.

რა თქმა უნდა, ზემოხსენებული ვითარებიდან გამომდინარე საკუთარი აზრი მეც გამაჩნია მარიხუანის პლანტაციებთან დაკავშირებით და გარკვეულწილად შემიძლია დადებითი და უარყოფითი მხარეებიც დაგანახოთ.

დავიწყოთ დადებითი მხარეებით, რომლებიც, ჩემი აზრით, უარყოფითთან შედარებით მწირია.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარიხუანის კულტივაციის წინააღმდეგია

უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ფინანსური წინსვლა. საქართველო ვერ დაიკვეხნის ისეთი პროდუქციით, რომელსაც ლარში აწარმოებს და დოლარში ყიდის, ზემოხსენებული პროდუქცია კი სწორედ ამის წინაპირობას ქმნის, რაც ერთიორად გაზრდის საექსპორტო მოგებას. კიდევ ერთი დადებითი მხარე ტურიზმის განვითარებაში იმალება. დარწმუნებული ვარ, კანონის ამუშავების შემდეგ საქართველო ევროპისა და აზიის „იამაკად“ იქცევა (მართალია, იამაიკისგან განსხვავებით საქართველოში გარკვეულწილად მოწევასთან დაკავშირებით შეზღუდვები ამოქმედდება, მაგრამ ბევრს ეს შეზღუდვები მაინც ფეხებზე ჰკიდია და რა აზრი აქვს?). კიდევ ერთი და, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ამ კანონპროექტისა ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატულებაში გამოისახება, რადგან ნებისმიერი ზრდასრული ქართველი შეძლებს საკუთარი ნების ასრულებას და სურვილისამებრ მოწევას.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
თბილისი ამსტერდამი არ გახდება: მარიხუანას ყველა და ყველგან ვერ მოწევს

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, ის ბევრად უფრო მეტ ზიანს მიაყენებს საქართველოსა და მის დემოგრაფიას, ვიდრე სხვა გარე ფაქტორები. მარიხუანის გახსენებისას შეუძლებელია გონებაში ჰოლანდიის არსებობა არ ამოგიტივტივდეთ. ჰოლანდია არის შესანიშნავი მაგალითი, რათა განვსაზღვროთ ის შედეგები, რომლებიც საბოლოოდ წინ ელის ჩვენ ქვეყანას. 35 პროცენტით შემცირებული ჰოლანდიელი მოსახლეობა, მამაკაცების უმეტესობაში წამოჭრილი ნაყოფიერებასთან დაკავშირებული პრობლემა და, რაც ყველაზე მთავარია, ადამიანის ხასიათი, რომელიც დაუკმაყოფილებელია და სულ უფრო და უფრო მეტი უნდება. სწორედ ეს ხასიათია მიზეზი იმისა, რომ მარიხუანის დაკანონების შემდეგ ჰოლანდიელი ახალგაზრდები ნარკოტიკული საშუალებების დაკანონებასაც მოითხოვენ. დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმ 10 წელიწადში ჩვენ თავად დავდგებით მსგავსი პრობლემების წინაშე, რადგან, რაც არ უნდა მოწესრიგებული სისტემა შეიმუშაოს მთავრობამ, მას მაინც გამოეპარება არალიცენზირებული პროდუქციის მოყვანისა და გაყიდვის ფაქტები. საბოლოო ჯამში უნდა გავიაზროთ, გვიღირს თუ არა, ვიყოთ ევროპული იამაიკა. იქნებ იამაიკური ნათელი ფერები ჩვენთვის სულაც მუქი და საშიშროების მომტანია? უნდა ვიფიქროთ, ბევრი ვიფიქროთ და გადავწყვიტოთ!

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0