საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარიხუანის კულტივაციის წინააღმდეგია

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა 16 სექტემბერს, საღამოს გაიმართა.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. მარიხუანის კულტივაციის საკითხები განიხილეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საპატრიარქოში 16 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე, იუწყება საქართველოს საპატრიარქო

„მისმა უწმინდესობამ და დამსწრე სასულიერო პირებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეკლესიის მკვეთრად უარყოფითი პოზიცია მარიხუანას კულტივაციასთან (მოყვანასთან) დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ქვეყანა იმ რისკებს ვერ გაუძლებს, რასაც ეს პროცესი გამოიწვევს“, — ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
ეკლესიამ საქართველოში კანაფის წარმოების საკითხი დაბლოკა

საქართველოს მთავრობამ კანაფის კულტივირების და მისგან სამედიცინო და კოსმეტიკურ-ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა მარიხუანის მოხმარების დაშვება, რამაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის შეშფოთება გამოიწვია.

კანაფი საქართველოში — მოყვანა, გადამუშავება და იმპორტი რეალობა ხდება >>

მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება საქართველოში ივლისის ბოლოს მოხდა — შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. ამის შემდეგ შსს-მ გაავრცელა კანონპროექტი, რომელიც მარიხუანის მოხმარების შეზღუდვას და საექსპორტოდ მისი კულტივირების დაშვებას გულისხმობს. საზოგადოების ერთ ნაწილში ამ გადაწყვეტილებამ პროტესტი გამოიწვია. კვირას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ კანონპროექტის განხილვა გადაიდო. ამ კვირაში კი პარლამენტი დაიწყებს ცვლილებების განხილვას, რომლებიც მარიხუანის მოხმარებას ეხება.

ეკლესიის პოზიციის გამო დეპუტატების ნაწილმა, მათ შორის მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმაც მთავრობის ინიციატივის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0