საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოპოზიციის მხარდამჭერთა სიაში აღმოჩნდა

© FB / Mamuka Bakhtadzeმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სია, რომელშიც მამუკა ბახტაძის მონაცემები აღმოჩნდა, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატის, მიხეილ ანთაძის მხარდამჭერებმა ცესკოში შეიტანეს

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის  ხელმოწერა პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში აღმოჩნდა, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ფული არჩევნებისთვის - რომელმა პარტიამ მიიღო ყველაზე მეტი შემოწირულობა>>>

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა ნამდვილად დაფიქსირდა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში. თუმცა, მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება ცესკოში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან“, - განაცხადა ანა მიქალაძემ.

სია, რომელშიც მამუკა ბახტაძის მონაცემები აღმოჩნდა, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატის, მიხეილ ანთაძის მხარდამჭერებმა ცესკოში შეიტანეს. 

ცესკო - Sputnik საქართველო
„იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი“: ცესკო ამომრჩევლებს მიმართავს

ანა მიქელაძის განცხადებით, ამავე პარტიის მხარდამჭერთა სიასთან დაკავშირებით კიდევ შემოსულია მოქალაქის განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თანხმობის გარეშე მისი მონაცემების გამოყენების საკითხს და ითხოვს ვითარების გარკვევას.

აღსანიშნავია, რომ მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესს ცესკოსა და  აღნიშნული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ამასთან, მიქელაძის განცხადებით,  ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში შესულია შეტყობინებები და ასევე, დაფიქსირდა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის წერილობითი განცხადება, რომელიც ეხება „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში არსებული მისი ხელმოწერის არაერთგზის გაყალბების ფაქტს.

„აღნიშნული ფაქტები წარმოდგენილია დოკუმენტური ინფორმაციის სახით და ცესკოს მიერ გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში - პროკურატურაში რეაგირებისთვის“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0