ქალი, რომელიც სხვის ცხოვრებას სასიკეთოდ ცვლის – ქართველი „ფენშუისტის“ ცხოვრება

გამოწერა
არც ისე მარტივი საქმეა – ახალგაზრდა ქალს გყავდეს სამი შვილი, ამავე დროს იყო წარმატებული და სხვა ადამიანების ცხოვრებას სასიკეთოდ ცვლიდე. ეს ყველაფერი თავდაუზოგავი, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია. „Sputnik–საქართველო“ ფენშუის სპეციალისტს ეკა კვარაცხელიას წარმოგიდგენთ.

ქალბატონმა ეკამ დაამსხვრია სტერეოტიპი „ოჯახი ან კარიერა“. ფენშუის ხელოვნებას 10 წლის წინ ეზიარა. ეხმარება ადამიანებს როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის სწორად მოწყობაში, რათა ადამიანი იმყოფებოდეს დადებითი და უარყოფითი ენერგიების დაბალანსებულ გარემოში, იყოს წარმატებული და მოიზიდოს იღბალი, შეძლოს თავისი შესაძლებლობების სასიკეთოდ რეალიზება და სწორად გაიაროს სულიერი ევოლუციის გრადაციის გზები. ყველაფრის მიუხედავად მის ცხოვრებში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ოჯახს, შვილებს და ყოველთვის ახერხებს, რომ მათთვის სათანადო დრო გამონახოს.

© photo: courtesy of Levan Khvedelidze Photographerეკა კვარაცხელია
ქალი, რომელიც სხვის ცხოვრებას სასიკეთოდ ცვლის – ქართველი „ფენშუისტის“ ცხოვრება - Sputnik საქართველო
ეკა კვარაცხელია

– პროფესიით ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგი ვარ. დამთავრებული მაქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. შემდეგ სწავლა გავაგრძელე თბილისი სამედიცინო აკადემიაში, სტომატოლოგიის ფაკულტეტზე. ვმუშაობდი სტომატოლოგად. შემდეგ ჩემ ცხოვრებაში შემოვიდა ფენშუი. დღეს უკვე პროფესიონალურ დონეზე ვფლობ ცოდნას ამ სფეროში.

– ჩვენ მკითხველს განუმარტეთ – რა არის ფენშუი?

– ფენშუი ძველი აღმოსავლური ხელოვნებაა და ჩინურად ქარს და წყალს ნიშნავს. ამ უძველესი ხელოვნების თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორაა მოწყობილი მისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი. იგი გახლავთ ასევე ეზოთერული მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანის კოსმოსთან დაახლოების გზებსა და მეთოდებს. ფენშუის სწავლება დღეს მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მომსახურებით სარგებლობენ მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები, ბიზნესმენები, მსხვილი კომპანიების მმართველები და უამრავი ადამიანი.

სახლები გორაკზე - Sputnik საქართველო
ფენშუის 12 პრინციპი: თქვენი ცხოვრება რომ ჰარმონიული და დაცული იყოს...

– თქვენ ცხოვრებაში როგორ შემოვიდა ფენშუი?

– ეს იყო დაახლოებით ათი წლის წინ. მანამდე გარკვეულ ცოდნას ვფლობდი ასტროლოგიის შესახებ. ეს ცოდნა მივიღე ბატონი მიხეილ ცაგარლისგან. ის იყო ჩემი ლექტორი და მიკითხავდა ბიოქიმიას. გარკვეული წლების შემდეგ შემთხვევით ჩემ სახლში სტუმრად მოვიდა ფენშუის ტიბეტელი სპეციალისტი. როცა ისინი შედიან სახლში, იმწუთასვე ხვდებიან, როგორ მიდის ამ სახლში ადამიანის ცხოვრება. როცა შემოვიდა ჩემ სახლში, შენიშვნა მომცა და მითხრა, რომ რამდენიმე ნივთი გადამეადგილებინა, რადგან შესაძლო იყო ამას პირად ცხოვრებაზე მოეხდინა გავლენა. სამზარეულოში იყო რამდენიმე დარღვევა და მიმითითა სად რა უნდა განმეთავსებინა. თავიდან ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ შემდეგ მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი. ამ ადამიანმა ჩინეთიდან გამომიგზავნა ლიტერატურა, რომელიც ინგლისურ ენაზე იყო. ვთარგმნიდი ინფორმაციებს, ვამუშავებდი და იმდენად გამიტაცა, რომ ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ფენშუი არ არის ადვილი მეცნიერება, თუმცა დიდ სიამოვნებას განიჭებს. თუ ეს შენი არ არის ქვეცნობიერად, შინგანად, მაშინ ამის სწავლა შეუძლებელია. როცა მე ამას ვსწავლობდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ოდესღაც ვფლობდი ამ მეცნიერებას. როცა გარკვეული ცოდნა შევიძინე, მოვაწყვე ჩემი სახლი, ამის შემდეგ დავეხმარე ჩემ მეგობრებს, ვაძლევდი რჩევებს. მე ვხედავდი, რომ ფენშუი მუშაობდა და მათი ცხოვრება სასიკეთოდ იცვლებოდა. ადმიანები ხვდებიან, რომ ფენშუი, ბალანსი, წონასწორობა, ანუ ჰარმონია საჭიროა იმ სივრცეში, სადაც ვცხოვრობთ. თუ თქვენ აღმოჩნდებით ზონაში, რომელსაც წარუმატებლობის ზონა ჰქვია, როგორი პოტენციალის მქონე ადამიანიც არ უნდა იყოთ, ეს ზონა ვერ მოგიტანთ წარმატებას.

ჩემთან მოდიან დანგრევის პირას მყოფი ოჯახები, დანგრეული ოჯახები, უშვილო წყვილები. იყო შემთხვევა, რომ წყვილს 9-12 წელი არ ჰყავდა შვილი. ფენშუის მომსახურების მიღების შემდეგ სამ-ოთხ თვეში პატარა ჩაესახათ.

© photo: courtesy of Eka Kvarackheliaეკა კვარაცხელია შვილებთან ერთად
ქალი, რომელიც სხვის ცხოვრებას სასიკეთოდ ცვლის – ქართველი „ფენშუისტის“ ცხოვრება - Sputnik საქართველო
ეკა კვარაცხელია შვილებთან ერთად

– ყოველდღიურად ძალიან ბევრ ადამიანს უწევთ დახარებას. ალბათ დატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვთ. როგორ ახერხებთ ოჯახისთვის დროის გამონახვას, რა დროს ატარებთ ერთად?

– ნამდვილად რთული და დატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებ ოჯახისთვის დროის გამონახვას. არ მყავს დამხმარე, მე თავად ვუძღვები საოჯახო საქმეს. ყოველი წუთი და წამი განსაზღვრული მაქვს. მყავს სამი შვილი, რომლებსაც მარტო ვზრდი. უფროსი ბიჭი 16 წლის არის, შუათანა გოგო – 14 წლის, პატარა კი 9 წლისაა. მე ჰოროსკოპით მორიელი ვარ და ვერ დავიკვეხნი, რომ ძალიან თბილი ვარ და გამოვხატავ ამას ბავშვებთან. თუმცა ზომიერად თბილი ვარ და ამავე დროს მკაცრიც. ისინი მეგობრობენ ჩემთან, თუმცა ამავდროულად ძალიან ერიდებათ ჩემი. ჩვენ ერთმანეთის აზრებს პატივს ვცემთ და ანგარიშს ვუწევთ ერთმანეთის მოსაზრებას. ჩემი შვილები ჩემ პროფესიას დიდი სერიოზულობით ეკიდებიან. მათი მეგობრები ხშირად მეკითხებიან რჩევებს, რომელ სექტორში ჯობს მეცადინეობა, რა სიმბოლო უნდა ედგათ მაგიდაზე, რომ სწავლის უნარიანობა გაძლიერდეს, სად უნდა დადგან საწოლი დ ა.შ. მეც სიამოვნებით ვუზიარებ რჩევებს. მიხარია, იმდენად საინტერესო კითხვებს სვამენ.

ფენშუი - Sputnik საქართველო
გამოყენებითი ფენშუი – იმისთვის, რომ წარმატებული სექტემბერი გვქონდეს

– თქვენ შვილებს თუ აძლევთ ფენშუის რჩევებს და რამდენად ითვლისწინებენ?

– როგორც გითხარით, ისინი ჯერ პატარები არიან და ფენშუის რჩევები დიდად არ სჭირდებათ. თუმცა ჩვენ ოჯახში არსებობს გუნდური პრინციპი, როცა რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, ყოველთვის ვითვალისწინებთ ფენშუის დღის პროგნოზს. ჩვენ ზუსტად ვიცით, როდის რა უნდა გავაკეთოთ და როდის რა არ გავაკეთოთ.

არაჩვეულებრივ კერძებს ვამზადებ, თუმცა ჩემ შვილებს ვასწავლი, რომ თუ სახლში არ ვარ, თავად მოამზადონ მარტივად მოსამზადებელი კერძები. ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ბავშვები უკვე მიეჩვივნენ დამოუკიდებლობას. გაკვეთილებს თავად ამზადებენ, თუმცა როცა მაქვს დრო, აუცილებლად ვაკონტროლებ მათ.

© photo: courtesy of Levan Khvedelidze Photographerეკა კვარაცხელია
ქალი, რომელიც სხვის ცხოვრებას სასიკეთოდ ცვლის – ქართველი „ფენშუისტის“ ცხოვრება - Sputnik საქართველო
ეკა კვარაცხელია

– არსებობს სტერეოტიპი, რომ ქალი ან უნდა იყოს კარგი პროფესიონალი, ან კარგი დიასახლისი. თქვენ როგორ ფიქრობთ, შესაძლოა ქალი  წარმატებულიც იყოს პირად საქმიანობაში და ამავდროულად კარგი დიასახლისიც?

– საკმაოდ ძნელია წარმატებულიც იყო და ოჯახსაც სათანადო ყურადღებას უთმობდე, თუმცა შეუძლებელი არაფერია. მით უმეტეს, თუ გვერდით გყავს მეუღლე, რომელიც გეხმარება და ინაწილებთ ფუნქციებს, ყველაფერი შედარებით ადვილია. ის, რომ ქალი უნდა იყოს რეალიზებული, ჰქონდეს საკუთარი პროფესია, სამსახური, შემოსავალი, მეორე აზრი არ არსებობს. როცა ქალი რეალიზებულია, ის მეტად არის დაფასებული როგორც მეუღლის, ისე შვილების და საზოგადოების მხრიდან. ის, რომ ქალი უნდა იყოს სამზარეულოში და მხოლოდ ოჯახის მოვლით იყოს დაკავებული, მენტალურად მოძველებული შეხედულებაა. ყველა ქალს ვურჩევ და ვუსურვებ, იყოს დამოუკიდებელი, მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და იყოს დაფასებული როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0