ბიზნესი პარკირების ადგილზე დაუშვებელია – კალაძე ჯარიმების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა

© Sputnik / Alexander Imedashviliპარკირების წესის დარღვევა მარჯანიშვილის მოედანზე
პარკირების წესის დარღვევა მარჯანიშვილის მოედანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისის მერი აღშფოთებულია იმით, რომ ბევრი, ვისაც „ბიზნესი ბორბლებზე" აქვს, მუნიციპალურ ავტოსადგომებზე მუშაობს.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ გაიზარდოს ჯარიმა მუნიციპალური პარკირების ადგილებზე ბიზნეს-საქმიანობისთვის.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" უკვე დაიწყო სამართალდამრღვევების დაჯარიმება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჯარიმა სულ 10 ლარს შეადგენს, კანონი კვლავ ირღვევა.

„ქალაქში, სამწუხაროდ, არის ქუჩები, სადაც მუნიციპალური პარკირების ადგილები დაკავებული აქვთ სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობისთვის. ეს არის მისაბმელიანი ავტომობილები, ხშირ შემთხვევაში გახსნილი აქვთ ტურისტული ბიუროები, ვიზების მომსახურება; არის შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილები შევსებულია გასაქირავებელი ავტომანქანებით და მოქალაქეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, მუნიციპალური პარკინგით ისარგებლონ", – განაცხადა კალაძემ.

თბილისი - Sputnik საქართველო
2019 წლის იანვრიდან თბილისში პარკირების ახალი მოდელი ამოქმედდება

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ არანაირად არ უშლის ხელს მოსახლეობის ეკონომიკურ საქმიანობას, და ქალაქში ბევრი ადგილია იმისთვის, რომ კანონიერად იმუშაო.

„არავის აქვს უფლება, ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან პარკირების საფასურს, ავტომობილის გაჩერება შეუზღუდონ. შესაბამისად, მინდა ირაკლი ხმალაძეს (ვიცე-მერი) დავავალო, დაიწყეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომ მოხდეს ჯარიმის ოდენობის გაზრდა, გამკაცრება, რათა შედეგი გამოიღოს", – აღნიშნა კალაძემ.

მერმა გაიხსენა, თუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდა შესწორებები კანონში "შრომის უსაფრთხოების შესახებ". 1 აგვისტოდან ამოქმედდა შრომის ინსპექტორების სამსახური, რომლებსაც უფლება აქვთ, გაუფრთხილებლად შევიდნენ და შეამოწმონ ნებისმიერი ობიექტი ან საწარმო შრომის უსაფრთხოების კუთხით. ამასთან, დარღვევების შემთხვევაში დადგენილია მკაცრი ჯარიმები.

„ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ამ მიდგომას. საუბარი იყო, რომ ჯარიმების გაზრდით აღნიშნულ პრობლემას ვერ მოვაგვარებდით, თუმცა შედეგი უკვე სახეზეა. აქაც მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ის შედეგი, რისი მიღებაც ჩვენ საბოლოოდ გვინდა, თუმცა სამშენებლო უსაფრთხოება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული", – განაცხადა კალაძემ.

 

ყველა ახალი ამბავი
0