სამშობლოში სამუდამოდ დაბრუნება და „იავნანას“ მოსმენისას ატირებული ამერიკელები

© photo: courtesy of Zaira Chokheliზაირა ჩოხელი კოლეგებთან ერთად სცენაზე
ზაირა ჩოხელი კოლეგებთან ერთად სცენაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენს რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ საქართველოდან უცხოეთში წასულ ქართველებს გაცნობთ. გვინდა უცხოეთიდან სამუდამოდ დაბრუნებულ ქართველებზეც მოგითხროთ და მომღერალი ზაირა ჩოხელი გაგაცნოთ.

ის წლების მანძილზე ამერიკაში ცხოვრობდა და როგორც ტრიოს მომღერალი, საქველმოქმედო კონცერტებში სისტემატიურად იღებდა მონაწილეობას. გამოდიოდა ლინკონ-ცენტრის, ბოსტონის უნივერსიტეტის, ქვინსის, ბრონქსის,  ფილადელფიისა და სხვა სცენებზე. იმ იშვიათ ქართველთა რიცხვშია, ვინც ქართულ კულტურასა და ტრადიციებს სამშობლოსგან შორს ემსახურება.

© photo: courtesy of Zaira Chokheliზაირა ჩოხელი
სამშობლოში სამუდამოდ დაბრუნება და „იავნანას“ მოსმენისას ატირებული ამერიკელები - Sputnik საქართველო
ზაირა ჩოხელი

 ალბათ თქვენთვის საინტერესო იქნება ყოფილი ემიგრანტის ცხოვრებისა და მისი დაბრუნების მიზეზებზე საუბარი...

- ქალბატონო ზაირა, ამ დღეებში თქვენ ამერიკიდან სამუდამოდ დაბრუნდით...

- საქართველოში 28 აგვისტოს დავბრუნდი, მართალია, ადრეც რამდენჯერმე ვიყავი ჩამოსული, მაგრამ მერე ისევ უკან, ამერიკაში ვბრუნდებოდი. ამჯერად სამუდამოდ დავბრუნდი. შეხვედრას რაც ეხება, ჩემი სამშობლო ყოველთვის თბილად და სიყვარულით მხვდება და არაფერი არსებობს მასზე ძვირფასი ამ ქვეყნად. დაბრუნებას დიდი ხანია ვაპირებდი, მაგრამ ხომ გაგიგონიათ: „კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო".  ასე გაიპარა წლები, უკან დაბრუნების მიზეზი სამშობლოს სიყვარულია. სხვათაშორის, ბევრი მეგობარი ჩემზე ადრე დაბრუნდა. იმედს ვიტოვებ, რომ თუ ყველა არა, ნაწილი მაინც დაუბრუნდება თავის ფესვებს...

© photo: courtesy of Zaira Chokheliზაირა ჩოხელი კოლეგებთან ერთად
სამშობლოში სამუდამოდ დაბრუნება და „იავნანას“ მოსმენისას ატირებული ამერიკელები - Sputnik საქართველო
ზაირა ჩოხელი კოლეგებთან ერთად

- რამდენი წელი იცხოვრეთ ამერიკაში და რას საქმიანობდით?

- მე 1999 წელს, ამერიკაში, სტუმრის სტატუსით მეგობრებთან ერთად გავემგზავრე. მოხდა ისე, რომ ამერიკაში შევხვდით ანსამბლ „კოლხეთის" ყოფილ წევრს ლექსო გოდერძიშვილს, რომელმაც სამი მომღერალი მიგვიყვანა სიმღერისა და ცეკვის ქართულ ამერიკულ ანსამლ „DANCING CRANE"-ის ხელმძღვანელთან ვიქტორ სირელსონთან. მან მოგვისმინა, მოვეწონეთ და მიგვიღო ანსამბლში, დროთა განმავლობაში ანსამბლი გადაკეთდა ქართული კულტურის ცენტრად, შეიქმნა ქართული თეატრი, სადაც რამდენიმე თაობა გაიზარდა. იქ მოქმედებს დიდებისა და პატარების ცეკვის ანსამბლები, საბალეტო სტუდია, სამეჯლისო ცეკვები, ვაჟთა ანსამბლი „ზეკარი", ქალთა ტრიო „მაგნოლია" (რომელშიც მზია ბეკურაშვილი, მანანა ჩიტაური და მე ვართ), იდგმება მიუზიკლები, ბავშვები სწავლობენ ქართულს და ასე შემდეგ... როგორც ყველა ჩამოსული, მეც ვმუშაობდი და პარალელურად ვიღებდი მონაწილეობას კონცერტებში. ტრიო „მაგნოლიას" ხშირად გვიწვევდნენ საქველმოქმედო კონცერტებზე, რომელსაც ფონდი „თამარიონი" მართავდა. ასევე ამიერკავკასიის ფესტივალზე, ვგალობდით ეკლესიაში, სხვადასხვა ავტორების ლექსებზე ვწერდით სიმღერებს და გამოვუშვით რამდენიმე კომპაქტ-დისკი სახელწოდებით: „საქართველო ედემია" „მონატრება", „დრო დადგა", „მამული"; „კეთილი კვალი", ДОБРЫЙ СЛЕД" და „ДИАЛОГ"...

© photo: courtesy of Zaira Chokheliზაირა ჩოხელი მეგობრებთან ერთად
სამშობლოში სამუდამოდ დაბრუნება და „იავნანას“ მოსმენისას ატირებული ამერიკელები - Sputnik საქართველო
ზაირა ჩოხელი მეგობრებთან ერთად

-რა მოგცათ ამერიკაში ცხოვრების წლებმა?

-ამერიკაში ცხოვრების წლებმა ბევრი კარგი მოგონება მაჩუქა. პირველ რიგში, მინდა ვახსენო: ის, რომ ტრიო „მაგნოლიას”, ამერიკაში, ქართულმა სტუდიამ „ვარსკვლავი" გაუხსნა. ამისთვის თბილისიდან სპეციალურად ჩამოვიდა „სახალხო დიპლომატიის" პრეზიდენტი, ნინო ანდრონიკაშვილი. დიანა ბაგრატიონმა საპატიო სიგელით ორჯერ დაგვაჯილდოვა ფესტივალში მონაწილეობისთვის. მინდა ვახსენო საქველმოქმედო ფონდის „თამარიონი“ დამფუძნებელი, ბექა გოგინაშვილი, ქალბატონი, ლია ბახტურიძე-სირელსონი, ბატონი ნიკო ნადირაშვილი, ჩვენი საყვარელი ცუცა კაპანაძე და ხათუნა იოსელიანი…

© photo: courtesy of Zaira Chokheliზაირა ჩოხელი
სამშობლოში სამუდამოდ დაბრუნება და „იავნანას“ მოსმენისას ატირებული ამერიკელები - Sputnik საქართველო
ზაირა ჩოხელი

-ამერიკაში ხშირად ატარებდით ქართულ საღამოებს და შეხვედრებს - მათგან რომელიმე გაიხსენეთ...

- მაგონდება ლინკონ-ცენტრში გამართული კონცერტი, რომელშიც მე და მზია ანსამბლთან ერთად ქართულ „იავნანას“ ვასრულებდით. კონცერტის დროს შევამჩნიეთ, რომ ამერიკელი მაყურებელი ტიროდა… როცა კონცერტი დამთავრდა, ამერიკელები მოგვიახლოვდნენ და მადლობა გადაგვიხადეს. ჩვენ დავინტერესდით და ვკითხეთ: ჩვენი ენა არ გესმით და რატომ ტიროდითო? მათ გვიპასუხეს: თქვენი სიმღერა ისეთი ჰარმონიული, გულწრფელი და სასიამოვნო, რომ უსიტყვოდაც გასაგებია ყველაფერიაო…

- ყველაზე თვალშისაცემი, რაც ამდენი ხნის მერე საქართველოში დაბრუნების მერე მოგხვდათ - რა არის?

-საქართველოში დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მასზე ლამაზი და მშვენიერი არაფერია, თუმცა, ჯერ ბევრი რამე არ მინახავს. სამომავლოდ ალბათ ისევ ქართული ხელოვნების მსახური დავრჩები, ვნახოთ როგორ წარიმართება ჩემი ცხოვრება... ჩემს ძვირფას ემიგრანტებს მადლობას შევუთვლი იმ სიყვარულისა და დაფასებისთვის, რაც საქართველოში გაცილებისას ვიგრძენი. მათ დასამშვიდობებელი საღამო რესტორან „ფიროსმანში" მომიწყვეს. სევდა მიპყრობს როცა ვხედავ, რომ ამ 20 წლის მანძილზე უამრავი ქართველი წავიდა ემიგრაციაში, თუმცა, ვხედავ, ისინი ნელ-ნელა ბრუნდებიან. მივმართავ ქართველ ახალგაზრდობას, რომელიც მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული - მიიღონ განათლება, დაეუფლონ პროფესიას და მერე ისევ საქართველოში დაუბრუნდნენ. თუკი ვერ დაბრუნდებიან კავშირი მაინც ჰქონდეთ სამშობლოსთან და იქიდან გამოადგნენ მას... საკუთარ ფესვებს მოწყვეტილი ადამიანი ბოლომდე ბედნიერი ვერ იქნება...

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0