თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ლანჩხუთის რაიონში ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა გზები, სოფელ ჩოჩხათში მეწყერი ჩამოწვა, იუწყება პირველი არხი.
ბოლო ინფორმაციით, დაზიანებულია ხიდები და გადასასვლელები, დაზიანდა ზოგიერთი საცხოვრებელი სახლი.
ლანჩხუთის მერიაში განაცხადეს, რომ სიტუაციას ადგილზე სწავლობენ — ამისათვის მუნიციპალიტეტში სპეციალური კომისია შეიქმნა. მეწყერის შედეგად რაიონს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.
უამინდობის მიუხედავად, სასწავლო პროცესი დღეს სოფელ შრომისუბნის გარდა, რაიონის ყველა სკოლაში დაიწყო. რესურს-ცენტრის უფროსის, ნინო ჩიტაძის თქმით, ამ სკოლის ეზო დაიტბორა, რის გამოც სწავლის დაწყება გადაიტანეს.