წყალტუბოში შვილიშვილის დაქორწინებას ბებია ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliანთებული სანთლები ეკლესიაში
ანთებული სანთლები ეკლესიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნა

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. წყალტუბოს სოფელ გვიშტიბში კონფლიქტის დროს 65 წლის ქალი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული  ინფორმაციით, კონფლიქტი და დაპირისპირება ახალგაზრდა წყვილის ქორწინებას მოჰყვა. 22 წლის გოგოს ოჯახი გუშინ გვიან ღამით ტუსკაძეების სახლში შვილის ადგილსამყოფელის გასაგებად მივიდა, სახლში კი მხოლოდ ბიჭის ბებია და ბაბუა იმყოფებოდნენ.

დაკავება - Sputnik საქართველო
სისხლიანი ქორწილი თბილისში: დაკავებულია სამი ადამიანი

ოჯახის წევრების განცხადებით, გოგოს ოჯახის წევრებმა შელაპარაკების დროს დააზიანეს სახლის კარები და  ჩაამსხვრიეს ფანჯრები. ნერვიულობის ნიადაგზე კი ბიჭის ბებია, 65 წლის ქალი გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა უფლებადამცველის მამუკა ტუსკაძის ოჯახში მოხდა, ცოლი სწორედ მისმა დისშვილმა მოიყვანა. არსებული ინფორმაციით, ტუსკაძის დედა მაშინ გარდაიცვალა, როდესაც გოგოს მშობლები უკვე წასულები იყვნენ.

„დღეს დილით 5 საათისათვის ოთხმა პიროვნებამ სოფლის სახლში მომიკლეს დედა… გამოწვევა მიღებულია!" — წერს მამუკა ტუსკაძე სოციალურ ქსელში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად  შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნა.


ყველა ახალი ამბავი
0