სისხლიანი ქორწილი თბილისში: დაკავებულია სამი ადამიანი

© AP Photo / Patrick Semanskyდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსთაველის გამზირზე ოთხი პიროვნება დაჭრეს.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში ცივი იარაღით ოთხი ადამიანის დაჭრის ფაქტზე სამი პიროვნება დააკავეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ინციდენტი რუსთაველის გამზირზე მდებარე რესტორან „მარკო პოლოში" ქორწილში მოხდა.

დაზარალებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 117–ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0