საქართველოს და რუსეთის არტისტები როჟდესტვენსკის საღამოზე თბილისში შეიკრიბებიან

© Courtesy of Georgian Kammerorchester Ingolstadtსაქართველოს კამერული ორკესტრი
საქართველოს კამერული ორკესტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არტისტები გაიხსენებენ გამოჩენილ პოეტს, წაიკითხავენ მის ლექსებს და სიმღერებს შეასრულებენ

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი პოეტის, მთარგმნელის და სიმღერების ტექსტების ავტორის, რობერტ როჟდესტვენსკის ხსოვნის საღამო 14 ოქტომბერს, გრიბოედოვის თეატრის სცენაზე გაიმართება.

თბილისში ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის თეატრის გასტროლებმა ანშლაგით ჩაიარა >>

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ლეგენდარული ქართველი მომღერლები ვახტანგ კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე, ირმა სოხაძე, პოპულარული შემსრულებლები ლიზა ბაგრატიონი, სოფო ხალვაში, რატი დურგლიშვილი, მაკა ზამბახიძე და კომპოზიტორი მერაბ ანდრონიკაშვილი.

ჯგუფ ДДТ-ს კონცერტი - Sputnik საქართველო
ჯგუფ ДДТ-ს კონცერტი გაუქმებულია

თბილისში ასევე ელოდებიან ვარსკვლავურ წყვილს — მსახიობ კირილ საფონოვს და მის მეუღლეს, პოპ-ჯგუფ „ფაბრიკას“ სოლისტ ალექსანდრა საველიევას. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ მომღერალი ალიონა სვირიდოვა, პროექტ Голос. Дети-ს გამარჯვებული რუტგერ გარეხტი, ფოტოგრაფი და ჟურნალისტი იური როსტი, მუსიკოსი, პიანისტი და კომპოზიტორი სერგეი ჟილინი.

ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით ასევე ელოდებიან თეატრისა და კინოს არტისტს, რეჟისორსა და პედაგოგს ალექსანდრ შირვინდტს.

გარდა ამისა, ყველა მაყურებელი საჩუქრად მიიღებს რობერტ როჟდესვენსკის ლექსების წიგნს Мои года — мое богатство.

საღამოს დამდგმელი რეჟისორებია ეკატერინა როჟდესტვენსკაია და ოლიკო ჟღენტი. ღონისძიების ორგანიზატორია გამომცემლობა „ლიბრიკა“.

საღამო 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში და ოფიციალურ ვებგვერდზე.


ყველა ახალი ამბავი
0