თბილისში ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის თეატრის გასტროლებმა ანშლაგით ჩაიარა

© Sputnik / STRINGERოპერა და ბალეტი
ოპერა და ბალეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეატრმა ქართველ მსმენელს ყაზახეთის კლასიკური ხელოვნება გააცნო.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამი დღის განმავლობაში ნამდვილი ანშლაგი იყო - საქართველოში აბაის სახელობის ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის გასტროლები გაიმართა.

თეატრმა, საოპერო და საბალეტო ხელოვნების კაშკაშა წარმომადგენლების შესრულებით, ქართველ მსმენელს ყაზახეთის კლასიკური ხელოვნება გააცნო. დასის შემადგენლობაში არიან ყაზახეთის დამსახურებული მოღვაწეები, პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები, რომელთაც სახალხო აღიარება მოიპოვეს როგორც მშობლიურ ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

© Sputnik / STRINGERოპერა და ბალეტი
თბილისში ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის თეატრის გასტროლებმა ანშლაგით ჩაიარა - Sputnik საქართველო
ოპერა და ბალეტი

სამდღიანი გასტროლების ფარგლებში ყაზახმა მუსიკოსებმა ქართულ სცენაზე წარმოადგინეს ოპერა „აბაი", რომელიც თეატრის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს და ის ყაზახეთში საოპერო ჟანრის ძირითადი ნაწარმოებია; საბალეტო დადგმა „ბახჩისარაის შადრევანი" და გასტროლების დასასრულ - სიმფონიური გალა-კონცერტი, რომელზეც აჟღერდა ყაზახი, ქართველი და დასავლეთევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები თეატრის წამყვანი სოლისტების შესრულებით.

გასტროლები ჩატარდა ყაზახეთის კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე საქართველოში ყაზახეთის საელჩოს მხარდაჭერით.

 

ყველა ახალი ამბავი
0