მიხეილ ბარიშნიკოვს საპატიო თბილისელის სიგელი გადაეცა

© photo: Sputnik / Sergey Melkonovმსოფლიო ბალეტის ლეგენდა მიხაილ ბარიშნიკოვი
მსოფლიო ბალეტის ლეგენდა მიხაილ ბარიშნიკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბარიშნიკოვმა ქართველ მაყურებელს სპექტაკლი „ბროდსკი/ბარიშნიკოვი“ წარუდგინა

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ბალეტის მსოფლიო ვარსკვლავს, მიხეილ ბარიშნიკოვს „საპატიო თბილისელის“ სიგელი და თბილისის სიმბოლური გასაღები გადაეცა, ნათქვამია თბილისის მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მიხაილ ბარიშნიკოვი — ბალეტის ცნობილი საბჭოთა და ამერიკელი არტისტი, კოლექციონერი და ფოტოგრაფი. 1974 წელს, კანადაში თეატრის გასტროლების დროს ის დარჩა საზღვარგარეთ, სადაც მას გაუჩნდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო ქორეოგრაფიის ახალ მიმართულებებსა და ნოვატორულ წამოწყებებში. რუსეთის დამსახურებული არტისტი, „ოსკარის“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი.

მარჯანიშვილის სახელობის თეატრი - Sputnik საქართველო
იწყება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

ბარიშნიკოვი დედაქალაქში თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში იღებს მონაწილეობას სპექტაკლით „ბროდსკი/ბარიშნიკოვი“. ესაა საათნახევრიანი მონოსპექტაკლი, რომელიც ლატვიელმა თეატრალურმა რეჟისორმა ალვის ჰერმანისმა დადგა და ორი საკულტო ფიგურა ერთ სცენაზე გააერთიანა.

ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო. 

„თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში პირველი სპექტაკლი გაიმართა. ჩამოსულია მიხეილ ბარიშნიკოვი, რომელიც არის ლეგენდარული ადამიანი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი არტისტი. მან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სწორედ საქართველო და თბილისი ამოარჩია, რისთვისაც ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ. მისი მხრიდან ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გამო, ქალაქ თბილისის მერის სახელით, საპატიო თბილისელის წოდება და თბილისის გასაღები გადავეცით“, — განაცხადა სოფიო ხუნწარიამ წარმოდგენის დასრულების შემდეგ.

პლასტიკის ელემენტების მქონე სპექტაკლში ბარიშნიკოვი ბროდსკის ლექსებს რუსულ ენაზე კითხულობს. ზოგჯერ მას ბროდსკის ხმის ჩანაწერი ცვლის. ერთ-ერთი ლექსის წაკითხვისას ბარიშნიკოვი ავტორის ინტონაციის იმიტაციას ძალიან ზუსტად ახდენს.

როგორც ცნობილია, ბარიშნიკოვი და ბროდსკი მეგობრები იყვნენ. მათ ერთმანეთი 1974 წელს ნიუ–იორკში გაიცნეს და ბროდსკის გარდაცვალებამდე (1996) მეგობრობდნენ.

სცენა სპექტაკლიდან „წერილი ადამიანს მიხაილ ბარიშნიკოვის მონაწილეობით - Sputnik საქართველო
თბილისის თეატრალური ფესტივალი უმასპინძლებს მსახიობებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან

სპექტაკლს უდიდესი წარმატება ხვდა წილად ლატვიაში, ისრაელში, იტალიაში, აშშ–ში, ინგლისში, გერმანიაში. ახლა მას უკვე საქართველოშიც იხილავენ.

ფესტივალზე ბარიშნიკოვი 14, 15 და 16 სექტემბერს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე წარდგება.

მიხაილ ბარიშნიკოვი ცნობილი საბჭოთა და ამერიკელი ბალერონია, კოლექციონერი და ფოტოგრაფი, რომელიც საბჭოთა კავშირში არ დაბრუნდა – 1974 წლის გასტროლების დროს კანადაში დარჩა.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს თბილისის მერიის მიერ ქალაქის, მისი კულტურისა და მდიდარი შემოქმედებითი ატმოსფეროს პოპულარიზაციის მიზნით დაარსდა. ფესტივალი ყოველწლიურად სცენაზე წარმოადგენს სეზონის არა მარტო წარმატებულ თეატრალურ დადგმებს, არამედ იგი ხდება შემოქმედებითი დისკუსიების, გამოფენებისა და პერფორმანსების არენა, რომელშიც მთელი მსოფლიოს თეატრალური კოლექტივები მონაწილეობენ.

2011 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა.


ყველა ახალი ამბავი
0