ენგურჰესის პროექტირების დასრულების შესახებ ახალი ვიდეორგოლი გავრცელდა

გამოწერა
ენგურჰესი უნიკალურ ტექნიკურ და საინჟინრო კომპლექსს წარმოადგენს, სადაც მოეწყობა სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე, ენგურზე გადასახედი მოედნები, საბაგირო გზა, ღია საკონცერტო სივრცე.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ენგურჰესის კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის დასრულების შემდეგ ახალი ვიდეორგოლი მომზადდა, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ენგურის კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო სამუშაოები განხორციელდა კომპანია „კოკო არქიტექტორების" მიერ. სამუშაოები გასულ წელს დაიწყო.

ენგურჰესი - Sputnik საქართველო
„ენგურჰესმა“ მუშაობა განაახლა

ენგურჰესი უნიკალურ ტექნიკურ და საინჟინრო კომპლექსს წარმოადგენს, სადაც მოეწყობა სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე, ენგურზე გადასახედი მოედნები, საბაგირო გზა, ღია საკონცერტო სივრცე.

ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს შეადგენს კაშხალი, რომლის საერთო სიმაღლე 271,5 მეტრია, ხოლო სიგრძე — 728 მეტრია. 2015 წელს ენგურჰესის თაღოვან კაშხალს საქართველოს ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

ვარაუდობენ, რომ ამ კაშხალზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი — 280-მეტრიანი ლიფტი და რამდენიმე ექსტრემალური ატრაქციონი აშენდება, რაც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის. წინასწარი გათვლებით, ენგურჰესის ტურისტული ზონა წელიწადში 400 000-მდე ტურისტს მოემსახურება.

„ენგურჰესი“ კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია. ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.

„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.


ყველა ახალი ამბავი
0