თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა ქობულეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ქობულეთში, ემტეესის დასახლებაში მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებულები კი ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, ამ მონაკვეთზე ბოლო ერთ თვეში სამი ავარია მოხდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, გზაზე არ არსებობს მოხაზულობა და საგზაო ნიშნები.