კალაძე: 15 სექტემბერს ქუჩების რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები დასრულდება

© photo: Sputnikსარემონტო სამუშაოები თბილისის ერთ–ერთ ქუჩაზე
სარემონტო სამუშაოები თბილისის ერთ–ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუჩების რეაბილიტაციის პროექტების გარეშე შეუძლებელია, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, ინფრასტრუქტურა – გამართული, ხოლო გადაადგილება – კომფორტული და სწრაფი, განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. 15 სექტემბერს ძირითადი სამუშაოები – საგზაო ინფრასტრუქტურა, გზის საფარი, ასფალტის პირველი ფენის დაგება დასრულდება და მოძრაობა შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისში გზების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. სამუშაოების გამო გზებზე შეფერხებულია მოძრაობა, იქმნება „საცობები“. დღეს გზა გაიხსნა ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩაზე, სადაც რეაბილიტაციის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა.

„ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელების დროს „საცობების“ თავიდან აცილება შეუძლებელია, ყველა ქვეყანაში ასე ხდება და ჩვენც ვერანაირად ვერ შევძლებდით, რომ ეს ყველაფერი აგვეცილებინა. მოსახლეობას ძალიან დიდი მადლობა თანადგომისთვის, მოთმინებისთვის, ამ პროექტების გარეშე შეუძლებელია იმის მიღწევა, რაც თითოეულ ჩვენგანს გვინდა – რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, ინფრასტრუქტურა – გამართული, ხოლო გადაადგილება – კომფორტული და სწრაფი“, – განაცხადა კალაძემ.

რემონტი გზებზე თბილისში - Sputnik საქართველო
კალაძე: მომავალ წელს უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ

მერის განცხადებით, სამუშაოების მეორე ეტაპზე, როდესაც ქუჩებს საბოლოო ფენით მოაასფალტებენ, სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება, ან, შესაძლოა, ერთი კონკრეტული ქუჩა მთლიანად გადაიკეტოს.

მესამე ეტაპი კეთილმოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებს: ტროტუარების, ბორდიურების, საფეხმავლო ბილიკების მოწყობას. ასევე მოეწყობა კოსტავა-შარტავა-პეკინის დამაკავშირებელი ველობილიკი.

კალაძის განცხადებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სამუშაოები უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში საგზაო მონიშვნები გაკეთდება.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სრული რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს საფეხმავლო ბილიკების მოწყობას, ბორდიურების შეცვლას, გარე განათების ბოძებისა და სანათების დამონტაჟებას, მიწისზედა სადენების მიწის ქვემოთ განთავსებას.

ვაკის პარკი - Sputnik საქართველო
კალაძე თბილისის პარკების რეაბილიტაციას იწყებს

ასევე, დღეიდან კოსტავას, შარტავასა და მიმდებარე ქუჩებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო დღეს, 22:00 საათიდან 15 სექტემბრამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩაზე. შესაბამისად, 26 მაისის მოედნიდან პეკინის გამზირის მიმართულებით ავტობუსები მოძრაობას გააგრძელებენ კოსტავას ქუჩაზე და სააკაძის მოედნისა და ჭაბუკიანის ქუჩის გავლით პეკინის გამზირს დაუკავშირდებიან.

კალაძის განცხადებით, ქვეყნის პრემიერ მამუკა ბახტაძესთან აქტიური მუშაობის შედეგად ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 30 მილიონი ლარი გამოიყო, რომელიც დღეს ქალაქში მიმდინარე სამუშაოებს ხმარდება.

„მსგავსი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და აღნიშნული პროექტების განხორციელებაში მოსახლეობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ქალაქის მერმა.

ყველა ახალი ამბავი
0