კალაძე თბილისის პარკების რეაბილიტაციას იწყებს

გამოწერა
დედაქალაქის ხელისუფლება ქალაქის ისტორიული პარკების მოწესრიგებას გეგმავს.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. თბილისის მერია 2019 წელს ორი ისტორიული — ვერისა და ვაკის პარკის მასშტაბურ მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერია ასევე სხვა ისტორიული პარკების რეაბილიტაციას აპირებს, მაგრამ პირველ რიგში ვაკისა და ვერის პარკები მოეწყობა.

„ამ ორ ბაღზე საპროექტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. როდესაც პროექტი დასრულდება, მომავალ წელს პარკების სარეაბილიტაციო სამუშაოებს დავიწყებთ. იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ყველა წარმოდგენილ წინადადებას მიიღებს. ეს არის მასშტაბური პროექტები, რადგან ამ პარკების არსებობიდან მსგავსი სამუშაოები არ განხორციელებულა", — განაცხადა კალაძემ.

ახალი თბილისი - Sputnik საქართველო
რეგულაციები არ იქნება! – კალაძემ ქუჩის მუსიკოსებს მწვანე აუნთო

მან თბილისის პარკებისა და ბაღების ამჟამინდელ მდგომარეობას შემაშფოთებელი უწოდა.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მიმართულება პოპულარული გახდეს და ადამიანებს სურვილი გაუჩნდეთ, პარკებში შევიდნენ და ნორმალურ გარემოში დაისვენონ", — აღნიშნა ქალაქის მერმა.

ამ ეტაპზე უკვე გამოვლენილია იმ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში (ე.წ. წითელი ბაღი ყაზბეგის გამზირზე) აღდგენითი სამუშაოების ჩატარებაზე გამოცხადდა.

„ხელშეკრულების გაფორმებისთანავე შესაბამის სამუშაოებს დავიწყებთ", — განაცხადა კალაძემ.

კალაძემ ივნისის შუა რიცხვებში თავის მოადგილეს მაია ბითაძეს 12 დიდი პარკის სარემონტო სამუშაოების პროექტების მომზადება დაავალა. ამას გარდა, თბილისის მერია უახლოეს მომავალში დედაქალაქში ორი ახალი პარკის მოწყობას გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური