გორის ციხეს რეაბილიტაცია უტარდება

© photo: courtesy of Tako Atuashviliგორის ციხე
გორის ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გორის ციხე ქართლის ისტორიული ციხე-სიმაგრეა, რომელიც გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. გორის ციხე-სიმაგრეზე კომპლექსური სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესი დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პროექტის პირველი ეტაპი ციხის სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებული ქვედა გალავნის რეაბილიტაციას მოიცავს – მორყეული, გამოქარული კედლის ფრაგმენტები სრულად გადაეწყობა, ხოლო გალავნის კედლებისა და ბურჯების საძირკველი საფუძვლიანად გამაგრდება.

თუშეთი - Sputnik საქართველო
კესელოს ციხე-სოფელის კომპლექსის რეაბილიტაცია იგეგმება

პროექტის ფარგლებში ციხის კომპლექსისა და მიმდებარე ისტორიულ ზონაში შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სივრცე შეიქმნება.

ციხის ფერდობებზე 1920 წლის მიწისძვრის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლების შემორჩენილ კედლებზე სასტუმროები, სავაჭრო დახლები, დუქნები და ხალხური რეწვის სახელოსნოები ძველი განაშენიანების ხასიათითა და მასშტაბით განახლდება.

სამუშაოები, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით კომპანია „არქიტექსი" ახორციელებს, არქიტექტორ-რესტავრატორისა და არქეოლოგის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს.

გორის ციხე ქართლის ისტორიული ციხე-სიმაგრეა, რომელიც გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ იქ ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლო საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე იყო, რომლის გარშემოც მოსახლეობა ყოფილა. „გორის ციხედ" წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება და ის მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა. საუკუნეების განმავლობაში გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. ძირითადი ნაწილი XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფის მიერ აღდგა.

 

ყველა ახალი ამბავი
0