თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. გლდანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
უბედური შემთხვევა გლდანის მეოთხე მიკრორაიონში გუშინ, ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მართავდა, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა. დაღუპული ბავშვი მცირეწლოვანია.
ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებულია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 128-ე მუხლისა („განსაცდელში მიტოვება") და 276-ე მუხლის მერვე ნაწილით („სატრანსპორტო საშუალებით ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა") დაიწყო.