თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ექვსი წლის ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
რეფერალური ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორის სულხან ორჟონიას განცხადებით, ბავშვის დაინფიცირება ერთ-ერთი მედდის მეშვეობით მოხდა, რომელიც C ჰეპატიტით იყო ინფიცირებული.
მედდას ნემსი თითზე მოხვდა და მან ამავე ნემსით გაუკეთა მოზარდს ინექცია.
მედდა სამსახურიდან გაათავისუფლეს.
რაც შეეხება ინფიცირებულ მოზარდს, მის მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს ჰოსპიტალი საკუთარ თავზე აიღებს.
C ჰეპატიტი ქრონიკულად მიმდინარე პროგრესირებადი დაავადება. ის ღვიძლის ქრონიკული დაავადებების (ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი) განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ბუნებრივი მიმდინარეობის დროს დაავადება (20-30%) 6 თვის შემდეგ თვითგამოჯანმრთელებით მთავრდება, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ქრონიკულ ხასიათს იძენს.