ქართველმა პიანისტმა კანადაში 100 ათასი დოლარი მოიგო

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიფორტეპიანო
ფორტეპიანო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მუსიკოსი კანადაში საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესოდ აღიარეს.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა პიანისტმა და კომპოზიტორმა ნიკოლოზ ნამორაძემ გაიმარჯვა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსში Honens International Piano Competition, რომელიც კანადის ქალაქ კალგარიში სამ წელიწადში ერთხელ იმართება, ნათქვამია კონკურსის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ნამორაძემ 100 ათასი დოლარის ოდენობის პრემია მიიღო. გამარჯვებულისთვის ასევე გათვალისწინებულია განსაკუთრებული საკონცერტო პროგრამა, რომელიც მის პროფესიულ და კარიერულ ზრდას დაეხმარება. ის ნახევარ მილიონ დოლარად არის შეფასებული. პროგრამაში შედის გასტროლების, კონცერტების, ჩანაწერების, ასევე სხვა მუსიკოსებთან თანამშრომლობის ორგანიზება.

„პიანისტისა და კომპოზიტორის ნიკოლოზ ნამორაძის გამოსვლა კრიტიკოსებმა აღიქვეს, როგორც ბრწყინვალე... მგრძნობიარე და კოლორიტული (New York Times) და „უბრალოდ, შესანიშნავი" (Wall Street Journal)", - ნათქვამია კონკურსის ვებ-გვერდზე.

ტრიო „ელემენტები - Sputnik საქართველო
ქართული ტრიო „ელემენტები" გერმანიაში კონცერტს გამართავს

კონკურსი Honens წელს მეცხრედ გაიმართა. მისი მიზანია ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების მოძიება და მათი კარიერის განვითარება.

ნიკოლოზ ნამორაძე 26 წლისაა. პიანისტი თბილისში დაიბადა. ორი თვისა იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად ბუდაპეშტში გადავიდა.

ნამორაძე კონცერტებით გამოდის ევროპისა და აშშ-ის პრესტიჟულ დარბაზებში როგორც სოლისტის სახით, ისე ცნობილ ორკესტრებთან ერთად.

ნამორაძე არის უნგრეთში ფიდელიო ფორტისიმოს სახელობის ახალგაზრდა კომპოზიტორთა პრემიის ჯილდოს მფლობელი. დაწერა საუნდტრეკი ფრანგი მხატვრის ფაბიენ ვერდიეს შემოქმედებისადმი მიძღვნილი ფილმისთვის.

ბუდაპეშტში, ვენასა და ფლორენციაში სწავლის შემდეგ ნამორაძემ მაგისტრის ხარისხი მიიღო ნიუ-იორკის ჯულიარდის სკოლაში. ამჟამად ის ნიუ-იორკის CUNY-ს საქალაქო უნივერსიტეტში დოქტორანტურაზე სწავლობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0