თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მგელი რამდენიმე საათის შუალედში სამ ადამიანს დაესხა თავს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
პირველი ინციდენტი დღეს, გამთენიისას მოხდა – მტაცებელმა 65 წლის მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივანზე დაკბინა.
„ის სახლში იყო, აივანზე ეძინა, როცა გაიღვიძა, მგელი ედგა თავზე. მას ორივე მხარი დაშავებული აქვს. სხვა ორ შემთხვევაში კი ცხოველი ქალს და მამაკაცს დაესხა თავს, რომლებიც სამარშრუტო ტაქსის გაჩერებაზე იდგნენ. მამაკაცს ქალზე მეტად აღენიშნებოდა დაზიანებები", – განაცხადა ექიმმა ნანა თამაზაშვილმა.
დაზარალებულებს აუცილებელი აცრები გაუკეთდათ და ისინი საავადმყოფოდან გაწერეს.