საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს-ს შენობა
საქართველოს შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნებისმიერ ქმედებას, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება, აღნიშნულია განცხადებაში

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ მოუწოდებს.

„გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატჩზე დამსწრე ფეხბურთის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი გეგმავს გურამ კაშიას მხარდაჭერას, ხოლო ნაწილი — პროტესტის გამოხატვას ამ უკანასკნელის მიმართ, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო“, — აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის მერი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
საქართველო-ლატვიის მატჩის წინ: კალაძემ ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა

უეფამ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ცენტრალური მცველი გურამ კაშია Equal Game-ის ჯილდოთი ხუთშაბათს დააჯილდოვა. გასულ სეზონში „ვიტესის" შემადგენლობაში ასპარეზობისას კაშიამ ჰოლანდიური კლუბების კაპიტნების აქციაში მიიღო მონაწილეობა, რომლებიც შიდა არენაზე ცისარტყელას ფერებით გაფორმებული სამკლაურებით გამოვიდნენ და ამით ლგბტ-საზოგადოებას მხარდაჭერა გამოუცხადეს. საქართველოში აღნიშნულმა ჟესტმა კრიტიკული გამოხმაურებები და ნეგატიური ტალღა გამოიწვია — გაისმა კაშიას მიერ ეროვნული ნაკრების დატოვების მოწოდებებიც. უფრო მეტიც, ქართველმა ნაციონალისტებმა საპროტესტო აქცია დააანონსეს, რომელიც თბილისში 9 სექტემბერს უეფას ერთა ლიგის საქართველო-ლატვიის საფეხბურთო მატჩის პარალელურად გაიმართება.

შსს აფრთხილებს საპროტესტო აქციის ორგანოზატორებს, რომ კანონდაღრვევის ნებისმიერ შემთხვევას უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს მატჩის მსვლელობისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი უსაფრთხო გარემოში ჩატარების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ ქმედებას, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება საქართველოს ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება", — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბ ვიტესის მცველი გურამ კაშია - Sputnik საქართველო
გურამ კაშიას მხარდაჭერას ცნობილი ფეხბურთელები უცხადებენ

თბილისის მერმა და ცნობილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ასევე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

საქართველოს და ლატვიის ნაკრებებს შორის მატჩი 9 სექტემბერს „დინამო-არენას“ სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.


ყველა ახალი ამბავი
0