ქეთი მელუა თბილისში უფასო კონცერტს გამართავს

© FB / Katie Meluaქეთი მელუა
ქეთი მელუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთი მელუას კონცერტი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართება

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი მელუა 2018 წლის 16 სექტემბერს თბილისში ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე უფასო კონცერტს გამართავს.

ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, რომელიც დედაქალაქში 14-30 სექტემბერს გაიმართება და მთელი მსოფლიოს თეატრალურ დასებს შეკრებს.

თბილისის თეატრალური ფესტივალი უმასპინძლებს მსახიობებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან >>

აღსანიშნავია, რომ თავისი კონცერტის შესახებ ქეთი მელუამ ვიდეომიმართვაში გამოაცხადა. თბილისში მომღერალი თავის ბრიტანულ ბენდთან ერთად წარდგება.

„მიყვარხართ და გელოდებით ყველას“ — ამბობს ქეთი თავის ვიდეომიმართვაში.

კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება. საღამოს ორგანიზატორია თბილისის მერია ორგანიზაცია Artists Union CONCEPTART-ის და სასტუმრო „სტამბას“  მხარდაჭერით.

ქეთი მელუა ღირსების ორდენით დაჯილდოვდა - Sputnik საქართველო
ქეთი მელუამ საქართველოს ღირსების ორდენი მიიღო

ქეთი მელუა რვა წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ჩრდილოეთ ირლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 14 წლისა — ინგლისში. მისი დებიუტი 2003 წელს გაიმართა, როდესაც გამოვიდა მისი პირველი ალბომი Call Off the Search. ხუთ თვეში ამ ალბომის 1,2 მილიონი ასლი გაიყიდა. 2006 წელს ხმის ჩამწერი ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFPI) ქეთი მელუას ევროპაში ყველაზე წარმატებული ქალი-შემსრულებელი უწოდა.

ამჟამად ქეთი მელუა ცნობილია არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც. მსოფლიოში გაყიდულია მისი 11 მილიონზე მეტი დისკი. ის კომპოზიციებს ჯაზისა და ბლუზის სტილში ასრულებს. ქეთი მელუას სტილი არის ბლუზისა და ჯაზის ნაზავი. 2008 წელს Sunday Times-ის ვერსიით მელუა 30 წლამდე ყველაზე მდიდარი ბრიტანელი მუსიკოსების ათეულში მოხვდა.


ყველა ახალი ამბავი
0