გაუჩინარებული ძროხები - მარნეულიდან და ბოლნისიდან 150-მდე რქოსანი პირუტყვი დაიკარგა

© photo: Sputnik / V. Kiselev / გადასვლა მედიაბანკშიძროხები
ძროხები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი მოსახლეობა სამართალდამცველებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მარნეულიდან და ბოლნისიდან ბოლო პერიოდში 150-მდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაუჩინარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ადგილობრივების ინფორმაციით, მათი პირუტყვი საძოვრებიდან გაუჩინარდა. მათ დასახმარებლად პოლიციას მიმართეს, თუმცა სამართალდამცველები საქონლის ქურდობის ფაქტებს არ იძიებენ, აცხადებენ ადგილობრივები.

დაკავება - Sputnik საქართველო
ქურდობა მარნეულში: პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა

აჰლიმან ომაროვი მარნეულში მცხოვრები ფერმერია, რომელსაც შვიდი ძროხა ერთ ღამეში მოპარეს. როგორც ომაროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მის ოჯახს ბოლო პერიოდში 100-მდე რქოსანი პირუტყვი მოპარეს.

საქონლის ქურდობის ფაქტები დაფიქსირდა ბოლნისშიც. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სოფელში 47 ძროხა გაუჩინარდა. ბოლნისელები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

შსს ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, მარნეულსა და ბოლნისში მსხვილფეხა საქონლის გატაცების მხოლოდ 13 შეტყობინება დაფიქსირდა. აქედან სისხლის სამართლის ხუთ საქმეზე ძიება შეწყდა, ორი გაიხსნა, ექვს საქმეზე კი გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

მიმდინარე წლის 15 ივლისს ბოლნისის სოფელ ტალავერთან დააკავეს 20 წლის ბოროტმოქმედი, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელ ხოხმელში მოპარული 18 ძროხა გადაჰყავდა. პოლიციამ 18-ვე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი პატრონს დაუბრუნა.


ყველა ახალი ამბავი
0