ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთში: დაიღუპა ერთი ადამიანი, ოთხი კი დაშავდა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულებს შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა, დაშავებულია ოთხი მგზავრი.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ვაზიანში სამხედრო მოსამსახურე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა

დაშავებულებს შორის არის ორი წლის ბავშვი. დაშავებულები სომხეთის მოქალაქეები არიან.  ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დუშეთის რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  


ყველა ახალი ამბავი
0