ყველაზე ხშირად რით ავადდებიან საქართველოში – ათი ყველაზე გავრცელებული დაავადება

© photo: Sputnik / Igor Onuchin / გადასვლა მედიაბანკშიქირურგები
ქირურგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰიპერტენზია – არტერიული წნევის მატება საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადების ჩამონათვალში მეორე ადგილზეა.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. გასულ წელს საქართველოს მოსახლეობა ყველაზე ხშირად სასუნთქი გზების მწვავე რესპირაციული ინფექციებით ავადდებოდა, ასეთი დიაგნოზი დაუსვეს 400 ათას ადამიანზე მეტს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

2017 წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებების ათეული ასე გამოიყურება:

აფთიაქი - Sputnik საქართველო
საქართველოში ქრონიკულ დაავადებათა მქონე ადამიანებისთვის წამლები გაიაფდება

1. სასუნთქი გზების მწვავე რესპირაციული ინფექციები - 405 641 შემთხვევა;

2. ჰიპერტენზია - 376 219 შემთხვევა;

3. პირის ღრუს, სანერწყვე ჯირკვლებისა და ყბების დაავადებები - 282 518 შემთხვევა;

4. შაქრიანი დიაბეტი - 112 299 შემთხვევა;

5. ქალის სასქესო ორგანოების დაავადებები - 109 265 შემთხვევა,

6. დორსოპათიები (ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის ავადმყოფობები) – 70 773 შემთხვევა;

7. კატარაქტა - 57 707 შემთხვევა;

8. პერიფერიული ნერვული სისტემის ავადმყოფობები - 49 923 შემთხვევა;

9. დერმატიტი და ეგზემა - 45 952 შემთხვევა;

10. შუა ყურის ანთება (ქრონიკული ოტიტი) – 33 595 შემთხვევა.

რაც შეეხება უფრო მძიმე დაავადებებს, ავთვისებიან სიმსივნეებს, გასულ წელს ამ დაავადების მქონე პაციენტების რაოდენობა 8 ათასზე მეტი დაფიქსირდა. ანემიის ახალმა შემთხვევებმა კი 28 ათასს გადააჭარბა.

 

ყველა ახალი ამბავი
0