საქართველოში ქრონიკულ დაავადებათა მქონე ადამიანებისთვის წამლები გაიაფდება

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჯერად საქართველოში 23 დასახელების მედიკამენტი გაიაფდება

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. 3 სექტემბრიდან მნიშვნელოვნად შემცირდება ფასები მედიკამენტებზე შშმ პირთათვის და ქრონიკულ დაავადებათა მქონე პენსიონრებისთვის, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დიაბეტის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი დღეიდან გაიაფდა >>

ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტებით მოქალაქეების უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოების შედეგად მედიკამენტების ფასები 50%-დან 82%-მდე დაიკლებს. საუბარია გულსისხლძარღვთა სისტემის, ფარისებრი ჯირკვლის და ფილტვის დაავადებებზე.

სიაში შესული 23 დასახელების მედიკამენტის შეძენისას შეღავათებით სარგებლობისათვის მოქალაქემ ფორმა N100 და რეცეპტისათვის ოჯახის ან სოფლის ექიმს უნდა მიმართოს. შემდეგ საჭიროა ეს დოკუმენტები სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში წარადგინოს და პროგრამაში დარეგისტრირდეს. მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ექიმი - Sputnik საქართველო
რა გახდა „ევექსის“ კლინიკაში 53 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი

შეღავათიან ფასად მედიკამენტების შეძენა შესაძლებელია PSP-ს აფთიაქთა ქსელში. მოქალაქემ აფთიაქში პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და რეცეპტი უნდა წარადგინოს.

ერთჯერადად შესაძლებელია სამი თვის სამყოფი წამლების შეძენა.

2017 წლის ივლისიდან ჯანდაცვის სამინისტრომ აამოქმედა პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ პირებს ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტის შეძენის საშუალებას აძლევს სიმბოლურ ფასად — 1 ლარად. ხოლო 2018 წლის 13 აგვისტოდან საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს 50%-იანი ფასდაკლებით მეორე ტიპის შაქრის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებზე.

უახლოეს მომავალში ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნული პროგრამის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.


ყველა ახალი ამბავი
0