მთაწმინდაზე კლდე ისევ ჩამოინგრა

გამოწერა
ადგილობრივების განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მშენებლობა რამდენიმე დღის წინ კვლავ განახლდა.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მთაწმინდაზე კლდე მეორედ ჩამოინგრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივმა მცხოვრებლება საპატრულო პოლიცია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
მშენებლობა შეაჩერეს, კომპანია კი 30 ათასი ლარით დააჯარიმეს

აღნიშნულ ადგილზე კლდის მასა პირველად მიმდინარე წლის 31 მაისს ჩამოინგრა, მას შემდეგ, რაც კლდის ნაწილი რვასართულიანი სასტუმროს მშენებლობისთვის ჩამოჭრეს. მომხდარი ფაქტის გამო თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სამშენებლო კომპანია „ჯიდიჯი პალასი"  30 ათასი ლარით დააჯარიმა და მშენებლობა შეაჩერა.

მაშინ კომპანიას სამშენებლო სამუშაოების განახლებისთვის მშენებლობის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენაც დაევალა, რომელიც მიმდინარე მშენებლობას შეაფასებდა.

ადგილობრივების განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მშენებლობა რამდენიმე დღის წინ განახლდა.

დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის განცხადებით, მშენებელ კომპანიას ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა, რის გამოც მათ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცეს. არსებული ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია ამ დროისთვის გამაგრებით სამუშაოებს ატარებდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0