მშენებლობა შეაჩერეს, კომპანია კი 30 ათასი ლარით დააჯარიმეს

გამოწერა
კლდის მასა 31 მაისს, მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც კლდის ნაწილი რვასართულიანი სასტუმროს მშენებლობისთვის ჩამოჭრეს.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის ტერიტორიაზე მთის ფერდობის ჩამოშლის გამო სამშენებლო კომპანია „ჯიდიჯი პალასი" მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 30 ათასი ლარით დააჯარიმა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კლდის მასა 31 მაისს ჩამოინგრა, მას შემდეგ, რაც კლდის ნაწილი რვასართულიანი სასტუმროს მშენებლობისთვის ჩამოჭრეს. სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვეა ხორციელდება. ადგილობრივებმა, რომლებმაც არაერთხელ გააფრთხილეს ქალაქის მთავრობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით თბილისის მერიაში განცხადება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს.

„მტირალა კლდე დარეჯანის სასახლესთან თბილისში - Sputnik საქართველო
მთაწმინდაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა – კალაძე სამშენებლო კომპანიას იბარებს

„სასტუმროს მშენებლობა განხორციელდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით და სიმაღლეზე სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით. კერძოდ, სასტუმროს მშენებლობის პროცესში მოხდა ფერდის ჩამოშლა, ფერდის ზედა მხარეს კი არ არის მოწყობილი სამშენებლო ღობე", — ციტირებს არხი ქალაქის სამსახურის სიტყვებს.

სასტუმროს მშენებლობა 31 მაისიდან არის შეჩერებული, რომელიც იმ შემთხვევაში განახლდება, თუ კომპანია მშენებლობის უსაფრთხოების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. კერძოდ, საჭიროა ჩამოშლილი ფერდისა და მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთების კვლევა, ასევე ფერდების გამაგრების საკონსტრუქციო პროექტის შემუშავება.

ყველა ახალი ამბავი
0