მთაწმინდაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა – კალაძე სამშენებლო კომპანიას იბარებს

© Sputnik / Alexander Imedashvili„მტირალა კლდე" დარეჯანის სასახლესთან თბილისში
„მტირალა კლდე დარეჯანის სასახლესთან თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყიფიანის ქუჩაზე სასტუმრო შენდება, რის გამოც კლდის ნაწილი მოჭრილია.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. დღესვე დაიბარეთ კომპანია, რომელიც აწარმოებდა სამუშაოებს და ამოწიეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი, მოითხოვა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ამ დილით მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე კლდის მასა ჩამოიშალა. ამ ადგილზე სასტუმრო შენდება, რის გამოც კლდის ნაწილი მოჭრილია. თბილისის მერიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კლდის ჩამოშლის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები მერიაში დაიბარა. გარდა ამისა, მან თავის მოადგილეს ილია ელოშვილსა და ზედამხედველობის სამსახურს ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის დოკუმენტაციის შესწავლა დაავალა.

„შევისწავლოთ, რა კვლევებს ეფუძნებოდა და როგორ წარიმართა სამუშაოები. დღეს, დღის ბოლომდე უნდა გვქონდეს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით", — განაცხადა კალაძემ.

არსებული ინფორმაციით, ყიფიანის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპი" აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0