სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობას ახალი მეთაური ჰყავს

© press-service of the Ministry of Defence of Georgiaსამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე
სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1991 წლიდან მსახურობს.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლად პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე დაინიშნა, იუწყება თავდაცვის სამინისტრო

პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1991 წლიდან მსახურობს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ყოფილ აღმოსავლეთ სარდალს, ბრიგადის გენერალ შავლეგო ტაბატაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახლად დანიშნულ სარდალს, პოლკოვნიკ ალექსანდრე კიკნაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

ჯეიმს აპატურაი - Sputnik საქართველო
ისინი გამოიყურებიან ისე, როგორც ამერიკელები – ჯეიმს აპატურაი ქართულ არმიას აფასებს

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლისთვის საბრძოლო დროშის გადაცემის საზეიმო ღონისძიება ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. 

ლევან იზორიამ შეკრებილ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება.

უწყების ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის მიერ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ გაკეთებულ შეფასებასაც გამოეხმაურა, სადაც ის აცხადებს, რომ დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები გაცილებით გამოცდილი, კარგად გაწვრთნილი, კარგად აღჭურვილი და უფრო თავსებადია, ვიდრე 10 წლის წინ იყო.

ყველა ახალი ამბავი
0