ისინი გამოიყურებიან ისე, როგორც ამერიკელები – ჯეიმს აპატურაი ქართულ არმიას აფასებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliჯეიმს აპატურაი
ჯეიმს აპატურაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯეიმს აპატურაის თქმით, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა რადიკალური ცვლილება განიცადა და ის დღეს გაცილებით გამოცდილი და კარგად აღჭურვილია, ვიდრე ათი წლის წინ იყო.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატოსა და საქართველოს შორის დიალოგი არის უფრო ფართო და ღრმა, ვიდრე ნატოს სხვა რომელიმე არაწევრ სახელმწიფოსთან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

გერმანული ბაზა „ჰოჰენფელსის“ ანალოგით აშენებული საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) გახსნა - Sputnik საქართველო
ქართველი სამხედროები ავღანეთში გადასროლისთვის სამშობლოში მოემზადებიან

ჯეიმს აპატურაიმ ნატო-საქართველოს ათწლიანი თანამშრომლობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა რადიკალური ცვლილება განიცადა და ის დღეს გაცილებით გამოცდილი და კარგად აღჭურვილია, ვიდრე ათი წლის წინ იყო.

„ისინი გამოიყურებიან ისე, როგორც კანადელები, ამერიკელები ან ფრანგები. ათი წლის წინ ასე არ იყო“, – განაცხადა აპატურაიმ.

მისი თქმით, თავდაცვის სფეროში ნატომ დიდი მხარდაჭრა გაუწია საქართველოს, რის შედეგადაც გაიზარდა ქართული არმიის უნარი, შეარულონ მისია.

გარდა ამისა, ჯეიმს აპატურაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და ნატოს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგი უფრო ღრმაა, ვიდრე ეს შეიძლებოდა წარმოგვედგინა. 

მამუკა ბახტაძე და იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
ნატოს გენერალური მდივანმა საქართველო რეფორმებისთვის შეაქო

„ახლა ჩვენ საქართველოსთან გვაქვს ისეთი რეგულარული პოლიტიკური დიალოგი, როგორიც ვერავის წარმოედგინა... ნატოსა და საქართველოს შორის დიალოგი არის უფრო ფართო და ღრმა, ვიდრე ნატოს სხვა რომელიმე არაწევრ სახელმწიფოსთან“, — განაცხადა მან.

ჯეიმს აპატურაის თქმით, ნატოს საქართველოში აქვს უწყვეტი ვიზიტები, წვრთნები, პრაქტიკული თანამშრომლობა, რაც არის კიდეც დასტური მისწრაფებისა – უფრო მეტი ნატო საქართველოში და უფრო მეტი საქართველო ნატოში.

ყველა ახალი ამბავი
0