როგორ ვიმოგზაუროთ იაფად და ხუთი ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ საქართველოში

© photo: courtesy of Marry Sekhniashviliმარი სეხნიაშვილი
მარი სეხნიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი საქართველოში ტურიზმის განვითარების ცენტრის სოციალური მედიის მენეჯერი მარიამ სეხნიაშვილია.

მარიამი აქტიური მოგზაურია, იგი მეუღლესთან და სამი წლის შვილთან ერთად მოგზაურობს. მოგზაური წყვილი არაერთ ქვეყანაშია ნამყოფი, თუმცა ისინი საქართველოს კუთხეებში მოგზაურობას განსაკუთრებული ემოციით იხსენებენ.

მარიამი ჩვენ მკითხველს თავისი ვოიაჟების შესახებ მოუყვება და მისცემს რჩევებს, როგორ დაგეგმონ დაბალბიუჯეტიანი, საინტერესო და თავბრუდამხვევი მოგზაურობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

© photo: courtesy of Marry Sekhniashviliმარი სეხნიაშვილი
როგორ ვიმოგზაუროთ იაფად და ხუთი ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ საქართველოში - Sputnik საქართველო
მარი სეხნიაშვილი

– მიჭირს გავიხსენო, თუ როდის დავიწყე მოგზაურობაზე ფიქრი. მოგზაურობა იმდენად მძაფრადაა ჩემ გონებაში და სულში გამჯდარი, რომ  მგონია მოგზაურად დავიბადე. 

პირველი ქვეყანა დაახლოებით რვა წლის წინ მოვინახულე, ეს იყო ლიეტუვა. მონაწილეობას ვიღებდი ახალგაზრდულ ვორქშოფში და აღნიშნული ვიზიტი ბოლომდე სამოგზაურო ხასიათის არ იყო, თუმცა ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში მოვახერხე დამეთვალიერებინა და შემყვარებოდა ულამაზესი ვილნიუსი და შთამბეჭდავი ტრაკაი.

© photo: courtesy of Marry Sekhniashviliმარი სეხნიაშვილი მეუღლესთან ერთად
როგორ ვიმოგზაუროთ იაფად და ხუთი ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ საქართველოში - Sputnik საქართველო
მარი სეხნიაშვილი მეუღლესთან ერთად

– დღეს უკვე საკმაოდ გამოცდილი მოგზაური ხართ. როგორ მოვიდა ეს გამოცდილება, დღემდე რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი და ამ ხნის მანძილზე მოგზაურობამ რა შემატა თქვენ ცხოვრებას?

– აქტიური მოგზაურობა დავიწყე მას შემდეგ, რაც გავიცანი ახლა უკვე ჩემი მეუღლე გიორგი ხელაშვილი. რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ერთმანეთს მივეცით პირობა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მანამდე არ ვიმოგზაურებდით, სანამ ჩვენ ქვეყანას სრულად არ მოვინახულებდით. ძალიან ბევრს ვმოგზაურობდით. ალბათ ყველას სმენია, ვინც ერთხელ გაუგო მოგზაურობას გემო, შემდეგ მისით დაავადდაო, ჰოდა, ჩვენც ასე დაგვემართა და შემოვიარეთ მთელი საქართველო მანქანით, ფეხით, კარვით, ავტოსტოპით. პარალელურად ვიღებდით ჩვენი მოგზაურობის ამსახველ ფოტო-ვიდეომასალას, რადგან გვინდოდა ჩვენი ემოციები გაგვეზიარებინა სხვებისთვის და ერთგვარი გამოწვევაც ყოფილიყო მათთვის, რომ ემოგზაურათ საკუთარ ქვეყანაში. ასე თანდათან დაიბადა ჩვენი პროექტები „იმოგზაურე ჩვენთან ერთად“ და „იმოგზაურე სადაც ცხოვრობ“. 

ექვსი წელია, რაც მე და ჩემი მეუღლე ერთად ვმოგზაურობთ და ამ წლების განმავლობაში ძალიან დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. ძირითადად საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობდით და ასე თანდათან ვიზრდებოდით ერთად. დღემდე ექვს ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ორი წელია, რაც საქართველოს ფარგლებს გავცდით და წინ კიდევ ძალიან ბევრ მოგზაურობას ვგეგმავთ. მოგზაურობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რამაც საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო გახადა ჩემი ცხოვრება და, რაც ყველაზე მთავარია, სწორედ მოგზაურობამ მაპოვნინა საკუთარი თავი. 

– მოგზაურობის დროს ყველაზე შთამბეჭდავი რა გინახავთ, რაც დღემდე არ გავიწყდებათ?

– ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჯავახეთმა, კონკრეტულად საღამოს ტბამ. იმდენად შემიყვარდა იქაურობა, რომ გასულ წელს ოთხივე სეზონზე ვესტუმრე.

– რომელიმე ქვეყანაში დარჩენის სურვილი გაგჩენიათ?

– ზუსტად არ შემიძლია გითხრათ, მაგრამ ალბათ ჩემი ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭული რომ არ მომევლო და არ მცოდნოდა, როგორი მრავალფეროვანი და საოცარი ქვეყნა გვაქვს, ალბათ მექნებოდა რომელიმე ქვეყანაში დარჩენის სურვილიც. თუმცა აქამდე არ გამჩენია ამის სურვილი და, ვფიქრობ, არც გამიჩნდება.

– ბევრს ჰგონია, რომ მოგზაურობა აუცილებლად დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. შეგიძლიათ ჩვენ მკითხველს ასწავლოთ როგორ დაგეგმოს დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობა?

– დიახ, გეთანხმებით, ბევრს მართლაც ჰგონია, რომ მოგზაურობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. რეალურად ეს ასეც არის, მაგრამ თუ სწორად დაგეგმავ მოგზაურობას, გაცილებით იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

პირველი, რაც მახსენდება, ჩვენს მკითხველს ვურჩევ, რომ თუ რომელიმე ქვეყნის მონახულება გადაწყვიტა და სურს ეს მოგზაურობა დაბალბიუჯეტურად დაგეგმოს, ესტუმროს მას არატურისტულ სეზონზე. ამ დროს ფასებიც დაბალია როგორც ავიაბილეთების, ისევე ცხოვრების. ასევე მიმაჩნია, რომ არატურისტულ სეზონზე ბევრად კარგად და მშვიდად დაათვალიერებ ამა თუ იმ ქალაქს და მის ღირსშესანიშნაობებს.

ასევე მოგზაურობის დაგეგმა უნდა დაიწყო რამდენიმე თვით ადრე, ეს წესი განსაკუთრებით ბილეთების შეძენას ეხება. თუმცა ეს ყოველთვის ასე არაა და ყოველდღე უნდა შეამოწმო სასურველი მიმართულებით ავიაბილეთების ფასები, რადგან ისინი ყოველ წუთს ცვალებადია.

ცხოვრებას რაც შეეხება, თუ ბიუჯეტური სასტუმრო გსურთ, გირჩევს ასეთის მოძიება Airbnb-ზე დაიწყოთ. მაგრამ ასევე შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უფასოდაც ნახოთ საცხოვრებელი. არსებობს ასეთი საიტი Coachsurfing და მისი დახმარებით შეგიძლიათ მოიძიოთ მასპინძელი თქვენთვის სასურველ ქვეყანაში. დამეთანხმებით, ეს თქვენ ხარჯებს საგრძნობლად შეამცირებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო რამდენიმე თვეა დავიწყეთ ჩვენ არხზე გადაცემა „ისწავლე ჩვენთან ერთად“, რისი საშუალებითაც ჩვენს მაყურებელს ვუზიარებთ ჩვენ გამოცდილებას და ვაძლევთ რჩევებს მოგზაურობის შესახებ.

– საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ხართ ნამყოფი. შეგიძლიათ გამოარჩიოთ ხუთი ადგილი, რაც ყველა ქართველმა უნდა ნახოს?

– საქართველო იმდენად მრავალფეროვანია, რომ მხოლოდ ხუთი ადგილის გამორჩევა ძალიან რთულია, მაგრამ ვეცდები ობიექტური ვიყო და ჩემთვის ფავორიტი ხუთი ადგილი დავასახელო. ესენია: სვანეთი, თავისი როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის კურორტებით. რაჭა, რომელიც თავისი ტყით და მინერალური წყლებით გამოირჩევა. გომის მთა, იმ შემთხვევაში, თუ ნისლების სამეფოში მოგზაურობა მოგინდათ. თუშეთი, მგონი აქ სიტყვები ზედმეტიცაა და, რაღა თქმა უნდა, ჩემთვის უსაყვარლესი ყაზბეგი, თავისი ჭაუხებით.

საქართველოს საკმაოდ დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. იგი, როგორც უკვე აღვნიშნე, მრავალფეროვანია და ყველა გემოვნების ტურისტს სთავაზობს მისთვის სასურველ აქტივობას. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, გაჩნდა საინფორმაციო ცენტრები. მოხდა საფეხმავლო ბილიკების მარკირება. ასევე ჩვენი ქვეყანა აქტიურად ცდილობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას მსოფლიოს მასშტაბით. ტარდება უამრავი პრეს- და ინფოტურები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ვიღებთ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას, მომზადდა უამრავი სიუჟეტი საქართველოს შესახებ, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანმა ნახა, რაც, დამეთანხმებით, ძალიან სასიხარულო ფაქტია.

– როგორც ვიცი, უკვე შვილთან ერთად დადიხართ ლაშქრობებში, რამდენი წლისაა და როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ეს მის მომავალ ცხოვრებაზე?

– ჩვენი პატარაც აქტიურად არის ჩართული ჩვენ მოგზაურობებში. იგი ახლა სამი წლის არის და ნახევარი საქართველო უკვე მოვლილი აქვს. პირველად რვა თვის იყო, როდესაც კახეთში გურგენიანის ჩანჩქერი „დალაშქრა“. ვცდილობთ ყოველთვის წავიყვანოთ ჩვენ მოგზაურობებში, რა თქმა უნდა, როდესაც ეს შესაძლებელია, რადგან ასე მას ვასწავლით ჩვენი ქვეყნის სიყვარულს, გარემოზე ზრუნვას, და მიმაჩნია, რომ მოგზაურობა ადამიანს უკეთესს ხდის.

– ხშირად გამიგია ადამიანებისგან, რომ ევროპის ქვეყნებში უფრო იაფი უჯდებათ მოგზაურობა, სასტუმრო, კვება, ვიდრე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. თქვენ რა მოსაზრება გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

– ჩემი აზრით, ეს მხოლოდ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებია. ნამდვილად არ მიმაჩნია ასე. შეიძლება რაღაც საკითხებში მართალი იყოს, თუმცა ასე გადაჭრით მაინც ვერ ვიტყვი, რომ, მაგალითად, ევროპაში დასვენება უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში.

© FB / Marry Sekhniashviliმარიამ სეხნიაშვილი
როგორ ვიმოგზაუროთ იაფად და ხუთი ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ საქართველოში - Sputnik საქართველო
მარიამ სეხნიაშვილი

– წერთ ვლოგებს, რატომ გაგიჩნდათ ამის სურვილი და თქვენი ვლოგების საშუალებით რა ინფორმაციას იღებს მაყურებელი?

– ხშირად გვეკითხებოდნენ მოგზაურობის შესახებ რჩევებს, შესაბამისად, მივედით იმ აზრამდე, რომ ვლოგის საშუალებით ჩვენი რჩევების გადმოცემა უფრო აღქმადი და საინტერესო იქნებოდა. ჩვენ ვაკეთებთ ძირითადად ისეთ თემებზე, რაც, ვფიქრობთ, რომ ყველა მოგზაურობის მსურველს დააინტერესებს. ამ დროს ვფიქრობთ როგორც მაყურებელი და არა როგორც შემქმნელი, რაც შესაბამის გამოხმაურებებზეც აისახება.

 

ყველა ახალი ამბავი
0