წერეთლის გამზირზე „საქართველოს ბანკის" დაყაჩაღება კიდევ ერთხელ სცადეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდამსხმელი დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალს თავს დაესხნენ, ნათქვამია საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

შს სამინისტრო - Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრო „საქართველოს ბანკს“ დაიცავს

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ღამით შენობის კარი ქვით ჩაამტვირია და ბანკში შეღწევა მოახერხა, მოლარე-ოპერატორის უჯრიდან ფული ამოიღო და გაქცევას ცდილობდა, თუმცა, მან თანხის წაღება ვერ მოასწრო, რადგან სიგნალიზაცია ჩაირთო.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი დააკავეს.

 

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0