შინაგან საქმეთა სამინისტრო „საქართველოს ბანკს“ დაიცავს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშს სამინისტრო
შს სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მემორანდუმის მიზანი შსს-ს დაცვის პოლიციასა და „საქართველოს ბანკს“ შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომლები „საქართველოს ბანკის“  უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დაკავება - Sputnik საქართველო
„საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული თავდასხმა - სროლის ხმა ისმოდა

შსს-სა და „საქართველოს ბანკს“ შორის  მემორანდუმს ხელი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიგა ნიკოლეიშვილმა და „საქართველოს ბანკის“ ოპერაციების დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გამყრელიძემ მოაწერეს.

დოკუმენტის თანახმად, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი „საქართველოს ბანკის“ სერვის–ცენტრების დაცვას საპოლიციო ძალით უზრუნველყოფს, ხოლო ობიექტების პატრულირებას სათანადოდ აღჭურვილი ავტოტრანსპორტით განახორციელებს.

მემორანდუმის მიზანია შსს-ს დაცვის პოლიციასა და „საქართველოს ბანკს“ თანამშრომლობის გაღრმავება, ბანკის სერვის–ცენტრების, მათი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების გაძლიერება.

შსს-ს დაცვის პოლიცია „საქართველოს ბანკის“  ინკასაციას 2013 წლიდან ახორციელებს.


ყველა ახალი ამბავი
0