ბახტაძე: ახალი საბაჟო კოდექსი - სტიმული ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად

© Sputnik / Levan Avlabreliმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი საბაჟო კოდექსის პროექტი  ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით შეიქმნა.

თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია მომავალ კვირაში გაიმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ახალი პრემიერ-მინისტრის ინიციატივები - საქართველოს ეკონომიკა სხვანაირი იქნება

ბახტაძის განცხადებით, ახალი საბაჟო კოდექსი, რომლის პროექტზე მუშაობა ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობდა, გახდება მნიშვნელოვანი სტიმული ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად. ამასთან, ის ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროპულ ბაზარზე.

„პარლამენტში გამოსვლისას დავპირდი საზოგადოებას, რომ საქართველოში გვექნება ევროპული სტანდარტების საბაჟო კოდექსი. იცით ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რომ არსებული საბაჟო კოდექსი ვერ პასუხობს გამოწვევებს, რაც დღეს გაქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე. მომავალ კვირას მოხდება პირველი პროექტის პრეზენტაცია“, — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

პრემიერ-მინისტრის შეფასებით,  ახალი საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამდროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

„დამკვიდრდება მარტივი და სამართლიანი თამაშის წესები, შეიქმნება სტაბილური ბიზნესგარემო,  დაინერგება კიდევ უფრო მეტად გამარტივებული საბაჟო პროცედურები, კერძო სექტორისთვის შემცირდება დანახარჯები,  რომელიც დაკავშირებულია საგარეო ვაჭრობასთან“, – განმარტა მამუკა ბახტაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0